ლევან ხაბეიშვილი

24 Nov. 2022, 21:56

უკანასკნელი დღეებია განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული პირადად ჩემზე და ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ "დამფლითონ", შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ.

გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობაც და მასშტაბიც, რა საქმესაც ვეჭიდები. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საკმარისზე დიდი გამოცდილება დავაგროვე რუს ოლიგარქებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან ბრძოლაში და შესაბამისად ვერანაირი დაბრკოლება ვერ იმოქმედებს ჩემზე, ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ ჩემი სახელის "დემონიზებას", დისკრედიტაციას და ათას სიბინძურეს იგონებენ, მიგონებენ.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ღია თავდასხმა სამთავრობო მედიების, სახელისუფლებო "ექსპერტების" , სუს-ის მედია ჯგუფებისა და რუსული ოცნების წარმომადგენლების. თვალს ადევნებთ პროპაგანდის ნიაღვარს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

ერთადერთი რის გამოც გადავდგი ეს ნაბიჯი და შევდივარ გენერალურ ბრძოლაში ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, არის ქართველი ხალხის, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გონიერება, ნდობა, მხარდაჭერა და უანგარო სიყვარული.

ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს ფეისბუკზე დაწერა. მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილმა გადაიფიქრა და ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნებში კანდიდატურა დააყენა, ის არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც მმართველ გუნდში, ასევე — ოპოზიციაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ