აქვს თუ არა შენს ანდროიდს NFC? — როგორ გავააქტიუროთ
რა არის NFC, როგორ მუშაობს ის და როგორ შეგვიძლია მისი გააქტიურება?
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, Google Pay საქართველოშიც გააქტიურდა. სერვისით სარგებლობას კი Google Wallet-ის აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ შეძლებთ. თუმცა უკონტაქტო გადახდების შესასრულებლად საჭიროა, თქვენს Android-ს NFC მხარდაჭერა ჰქონდეს. მაშ, როგორ გავიგოთ, აქვს თუ არა სმარტფონს ეს უკანასკნელი?
რა არის NFC და როგორ მუშაობს?
შეიძლება ამ პოსტზე NFC-ს ეტიმოლოგიისა და მუშაობის პრინციპებში გასარკვევად სულაც არ გადმოსულხართ, თუმცა არც ამის ცოდნა გაწყენდათ.
მარტივად რომ ვთქვათ, NFC არის მოკლე მანძილის უკაბელო ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს სმარტფონს, იმოქმედოს როგორც სატრანზიტო საშვმა ან საკრედიტო ბარათმა, სწრაფად გადაიტანოს მონაცემები ან მყისიერად დაწყვილდეს Bluetooth მოწყობილობებთან, როგორებიცაა: ყურსასმენები და დინამიკები.
ე.წ. NFC (Near Field Communication) უახლესი ტექნოლოგია სულაც არაა, არამედ წარმოადგენს ევოლუციას RFID (რადიო სიხშირის იდენტიფიკაცია) ტექნოლოგიისა, რომელიც უკვე ათწლეულებია, რაც არსებობს. ანუ თუკი სამუშაო სივრცეში ან სასტუმროს ნომერში შესასვლელად დაშიფრული ბარათი გამოგიყენებიათ, გილოცავთ, უკვე გესმით NFC-ს მუშაობის პრინციპი.
ორივე — RFID და NFC — ფუნქციონირებს ინდუქციური შეერთების პრინციპით, ყოველ შემთხვევაში, მოკლე დიაპაზონის ათვისებისთვის. ეს არსებითად მოიცავს წამკითხველ მოწყობილობას, რომელიც წარმოქმნის მაგნიტურ ველს ელექტრული დენის ხვეულში გატარებით. როდესაც თეგი (საკუთარი ხვეულით) მიაქვთ მახლობლად, ველი იწვევს ელექტრული დენის ნაკადს თეგში — ყოველგვარი მავთულის ან თუნდაც ფიზიკური კონტაქტის გარეშე. შემდეგ, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, თეგზე შენახული მონაცემები უსადენოდ გადაეცემა წამკითხველს.
NFC დაფუძნებულია RFID ტექნოლოგიაზე, მაგრამ გაცილებით დაბალი გადაცემის დიაპაზონი (მაქსიმუმ, რამდენიმე სანტიმეტრი) აქვს და სმარტფონებთან დაკავშირებული აპლიკაციების უმეტესობაში ნახავთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში იწყებს კომუნიკაციას. ეს შემთხვევითი ტრიგერების პრევენციის გზაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ტექნოლოგია გამოიყენება პირადი მონაცემების გადასაცემად.
აქვს ჩემს Android-ს NFC? როგორ გავააქტიურო?
NFC მხარდაჭერის შემოწმება მოწყობილობის პარამეტრებში შესვლით უნდა დაიწყოთ. ყველაზე მარტივი გზა იქნება, თუკი ძიების ველში NFC-ის ჩაწერთ და გასააქტიურებლად თითს დააჭერთ.
თუკი ამ მეთოდით ვერ მოახერხეთ NFC-ის პოვნა, შეგიძლიათ, "ყურიდანაც მოუაროთ", აი, ასე:
ფოტო: NEXT.on.ge
ფოტო: NEXT.on.ge
ფოტო: NEXT.on.ge
ფოტო: NEXT.on.ge
ამდენად, რაკი უკვე ერკვევით NFC-ს არსში, მუშაობის პრინციპსა და მის გასააქტიურებლად საჭირო ნაბიჯებში, შეგიძლიათ, თქვენს ანდროიდზე გუგლის საფულეც ჩამოტვირთოთ და კომფორტულად ივაჭროთ.
კომენტარები