PLACE 6.9 — ქართული 16+ ბარი ახალი გამოცდილების მაძიებელი ადამიანებისთვის
ფოტო: Place 6.9
დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისთვის, მეგობრებთან შეხვედრისა თუ ახალი ადამიანების გაცნობისთვის სივრცეს თუ ეძებ ან, სულაც, დღის განმავლობაში მყუდრო ადგილას მოკალათება და მუშაობა გინდა, მაგრამ უკვე ნაცნობმა კაფე-ბარებმა თავი მოგაბეზრა და ახალი აღმოჩენებისთვის მზად ხარ, ახლახან გახსნილ 16+ თემატიკის სივრცეს — PLACE 6.9-ს უნდა ეწვიო.
PLACE 6.9 გამორჩეული კონცეფციისა და დიზაინის მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც სოლოლაკში, გ. ლორთქიფანიძის 7 ნომერში მდებარეობს და გახსნიდან სულ მცირე ხანში შეძლო, რომ მომხმარებელთა ინტერესი დაემსახურებინა — ახალი სივრცის განსაკუთრებით მიმზიდველ მახასიათებლებზე ამ სტატიიდან შეიტყობ, დანარჩენი კი შენით უნდა გამოცადო.
"კაფე-ბარი place 6.9 არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, ახალი სიტყვა, რომელიც გულისხმობს განსხვავებულ და საინტერესო კონცეფციას მსოფლიო მასშტაბით. თანამედროვე და კლასიკური სტილის შერწყმა კაფეს აძლევს სრულიან განსხვავებულ იერს, კონდიტერიას და სამზარეულოს კი შემოაქვს სრულიად არაპროგოზირებადი, აღმატებული ემოცია".
Place 6.9-ის დამფუძნებლების თქმით, ეს არის თითოეული სტუმრისთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი ადგილი, რომელიც "მოგგვრით კულტურულ შოკს, როგორც ქართველ მოსახლეობას, ასევე საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ტურისტს".
"თავიდანვე ვიცოდით, რომ მსგავსი იდეის განხორციელება გვინდოდა — თემატური კაფე-ბარი, შესაბამისი ინტერიერით, დიზაინით, თამაშებით, ჩვენს კონცეფციას ანალოგი არ აქვს მსოფლიოს მასშტაბით. დღის განმავლობაში კაფეა, შეიძლება დილას საუზმეზე შემოვიდეს მომხმარებელი ან ტკბილეული და ყავა გაიყოლოს, საღამოს კი გადავდივართ ბარის სივრცეზე".
PLACE 6.9 იმითაც არის განსაკუთრებული, რომ კონცეფცია და ვიზუალური გაფორმება ერთმანეთთან არის თანხვედრაში და ადგილზე მისულს დაგხვდება სივრცე, რომელსაც ყველა სხვისგან მარტივად გამოარჩევ. ეს თემატური სივრცე დამფუძნებლების დამსახურებაა, რომლებმაც, ერთი მხრივ, მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები გამოიყენეს შთაგონებად და ამასთან დაამატეს დეტალები, რომლებსაც ვერცერთ სხვა ბარში შეხვდებით.
დიზაინის მოძრავი ნაწილები, რომლებიც სექსუალურ ასოციაციებს აღძრავს, ჭურჭელი, რომელიც სხეულის ფორმებს იმეორებს, კომფორტული ავეჯი თუ კერძებისა და დესერტების ვიზუალი და სახელები ერთი საერთო თემის ირგვლივ ერთიანდება.
"თემატიკიდან გამომდინარე გვინდოდა, ზღვარი ისე ყოფილიყო დაცული რომ მომხმარებელი არ გაეღიზიანებინა და ყოფილიყო ესთეტიურად მისაღები, დახვეწილი, ორიგინალური და მყუდრო ადგილი. მგონი გამოგვივიდა, გამვლელებიც ჩერდებიან, ინტერესით გვათვალიერებენ და პოზიტიურ ემოციებს გამოხატავენ, ასეთი ფაქტები გვახარებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს".
ბარის დამფუძნებლების თქმით, ხშირად ეკითხებიან, რატომ აირჩიეს სახელი — Place 6.9?
"6-სა და 9-ს შორის წერტილი იმის გამო, რომ არ გვინდა პირდაპირ სექსუალურ პოზასთან ასოცირდებოდეს და ამავდროულად გვინდა, რომ კავშირი ჰქონდეს ჩვენს წინა პროექტთან — Shop69.ge, რომელიც 5 წლის წინ დაიწყო და ამ ორი წამოწყების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანება გვსურდა".
ფოტო: Place 6.9
PLACE 6.9-ის მენიუში წარმოდგენილ საკონდიტრო ნაწარმსა და კერძებს თუ ალკოჰოლურ სასმელებს მხოლოდ ვიზუალი არ გამოარჩევს, თემატური სივრცის შემქმნელებმა იზრუნეს, რომ მომსახურების ყველა ნაწილი ქვეყნის გამოცდილი და წამყვანი პროფესიონალებისთვის მიენდოთ. შედეგად შეიქმნა მენიუ, რომლის ვიზუალი, გემოები და ფასები თანაბრად მიმზიდველია.
"ბარის საკონდიტრო მიმართულებაზე საქართველოში წამყვანმა კონდიტერმა, ხათო ბაკურაძემ იმუშავა, რაც უმაღლესი ხარისხის გარანტია, იმავეს თქმა შეიძლება კერძებზეც, რომლებიც ქვეყნის წამყვანი მზარეულების ჩართულობით შეიქმნა".
PLACE 6.9-ის კიდევ ერთი გამორჩეული ნიშა ბარია — სხვადასხვა სახეობის სასმელებისა და სპეციალურად შექმნილი კოქტეილების დაგემოვნებას ასეთივე ორიგინალური ჭიქებით შეძლებ.
თემატური საღამოები და თამაშები
დღის პერიოდში მყუდრო, მშვიდი გარემო, რომელიც სამუშაო სივრცედაც შეიძლება გამოიყენო ან შეხვედრებისთვის, საღამოდან კი ბევრად აქტიური, ხმაურიანი გართობა შეგიძლია. უამრავი თემატური და ინტერაქციული თამაშები აქტიური გართობის მოყვარულებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ თამაშების დამატებას მალე PLACE 6.9-ის საიტზეც გეგმავენ, რა დროსაც შეგიძლით მენიუდან აირჩიოთ სასურველი თამაში, ალკოჰოლით თუ უალკოჰოლო და გაერთოთ განსხვავებულად.
"ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ გავაკეთოთ მაქსიმალურად განსხვავებული და საინტერესო საღამოები. მაგალითად, ოთხშაბათობით გვაქვს ლათინო წვეულებები, სადაც ხალხს გართობა, ცეკვა შეუძლია და მასტერკლასიც ტარდება, დავამატებთ თემატური ნოველების საღამოს, ინგლისურენოვან სთენდაფს, ასევე გვინდა, რომ დავამატოთ სექსუალური განათლებისადმი მიძღვნილი საღამოები, თუმცა ეს არ იქნება დამრიგებლური, იქნება ინფორმატიული, გასართობი, მსუბუქი. "ეს უნდა იყოს ადგილი, რომელიც “must to visit” იქნება ყველა ტურისტისთვის, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველი სავიზიტო ბარი მათთან ჩამოსულ სტუმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად".
ბარის კიდევ ერთი გამორჩეული ნიშა წინასაქორწილო წვეულებებია, რომლებიც სტუმრებს დაუვიწყარ მოგონებებს შესთავაზებს. ბარის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ შესაბამისი მენიუს, თამაშებისა და წინასაქორწილო კატეგორიის დამატებას საიტზეც აპირებენ და დაინტერესებულ ადამიანებს მათთვის მიმზიდველი საღამოს დაგეგმვა შეეძლებათ. Place 6.9-ის დამფუძნებლების თქმით, "უკვე არაერთი ჯავშანი არის წინასაქორწინო წვეულებების და არაერთი დაბადების დღეც აღინიშნა".
ასე რომ, თუ სიახლეებს ეძებ, დროის მხიარულად და კომფორტულად გატარება, ამასთან, გემრიელი კერძების, დესერტებისა და სასმელების დაგემოვნებაც გინდა, PLACE 6.9-ს უნდა ესტუმრო.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
კომენტარები