"ლიბერალების დიქტატის" წინააღმდეგ ახალი ანტიდასავლური გვერდი შექმნეს
ფოტო: უცნობის კიდობანი, სქრინშოტი ვიდეოდან
პრეზენტაცია გუშინ გაიმართა და "კონსერვატიული პორტალი" სატესტო რეჟიმში ჩაეშვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიდასავლური და ჰომოფობიური მიდგომებით ცნობილმა ვატო შაქარიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი პორტალი შექმნა, რომელსაც "ლიბერალების დიქტატის" წინააღმდეგ მიმართულ ანალიტიკურ გამოცემად წარმოაჩენს, თუმცა რეალობა გვაჩვენებს, რომ მათი თავდასხმის სამიზნე დასავლური ღირებულებებია.
- მაშინ, როცა საქართველო რუსული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის მსხვერპლია, ამ პორტალის დამფუძნებლები ისრების გადატანას ცდილობენ და მთავარ მტრად არა კრემლს, არამედ ნეოლიბერალიზმს ასახელებენ.
- ამაში დასარწმუნებლად პორტალის ნახვა და დამფუძნებლების კომენტარების მოსმენა სრულიად საკმარისია.
- საგულისხმოა პორტალის პრეზენტაციაზე მყოფი სტუმრები და სიტყვით გამომსვლელები — გია გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა, ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის წევრები, დეპუტატი ფრიდონ ინჯია და სხვები.
რა ვიცით: პორტალს "საქართველო უპირველეს ყოვლისა ქვია" და როგორც ფეისბუქგვერდიდან გვამცნობენ, გაშუქდება "არამეინსტრიმული ამბები, რომელსაც ლიბერალური მედია კრძალავს".
- ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ირმა სანაძემ POSTV-ის განუცხადა, რომ "სექტანტებმა დაირქვეს ლიბერალები" და ყველაფერ ანტილიბერალურს, ლიბერალურად ასახელებენ — მისი თქმით, ამიტომ აკეთებენ პორტალს, რომ საზოგადოებამდე ალტერნატიული ინფორმაციები მიიტანონ.
- შეგახსენებთ, რომ თავის დროზე მსგავსი არგუმენტები ჰქონდათ ალტ-ინფოს შემქმნელებსაც, რომლებსაც ახლა ღიად პრორუსულ, ძალადობრივ პარტიად ვიცნობთ.
- ამ პორტალის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდა აი იას კიდევ ერთი დამფუძნებელი, უცნობი, რომელმაც POSTV-ის უთხრა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხმა სიმართლე გაიგოს: "ჩვენ როდესაც ოპოზიციაში ვიყავით მაშინაც იყო ეს ლოზუნგი — საქართველო უპირველეს ყოვლისა. ესეც უნდა იყოს, ჯერ საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს პირველ რიგში და მერე ყველა დანარჩენი".
- გარდა ამისა, პრეზენტაციაზე იყო ქართული ოცნებიდან წამოსულების შექმნილი მოძრაობის, ხალხის ძალის წევრიც — დავით ქართველიშვილის თქმით, "პორტალი შეავსებს დეფიციტს და მიაწვდის მოსახლეობას და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას ქართულ ფესვებთან დაკავშირებულს, მსოფლიოში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებზე".
პორტალზე მთავარ ამბად გამოტანილია კონგრესმენის ციტატა უკრაინაზე, რომელსაც არც შესავალი აქვს, არც ბოლო და არც წყარო ახლავს. მსგავსი სიტუაციაა სხვა მასალებზეც.
- მენიუს დათვალიერებისას კი აღმოაჩენთ, რომ რეზიდენტ ავტორებში მხოლოდ ვატო შაქარიშვილის ფოტოა დამატებული და ზურა სხილაძე აწერია.
დეტალები: უცნობის კიდობანში პორტალის წარდგენისას ვატო შაქარიშვილმა არაერთი რუსული ნარატიი გაავრცელა — აშშ-ისა და ევროპის "პრობლემები და კრიზისები" მიმოიხილა, საბჭოთა ნოსტალგია გააღვივა და ჰომოფობიური მოტივით ამერიკის "ერთი მხარეც" დაიწუნა.
- "საჭიროება გამოიკვეთა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. როდესაც ცხელი ომის პარალელურად წარმოებს უდიდესი, უმსხვილესი, უძლიერესი საინფორმაციო პროპაგანდისტული ომი. როგორც ცხელ ომს, ასევე პროპაგანდისტულ ომსაც ჰყავს თავისი მსხვერპლები. იმისთვის, რომ ადამიანმა გააკეთოს სწორი ანალიზი, მას სჭირდება შესაბამისი რეალისტური ნამდვილი ამბავი და არა ნეოლიბერალების მიერ გაფერადებული", — განაცხადა მან.
- "იმ ეპოქაში, რომელსაც მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ შენ კარგად გახსოვს, საბჭოთა დროს ვგულისხმობ, მაშინ უფრო ხელმისაწვდომი იყო ამბები დასავლეთიდან ე.წ. რკინის ფარდის მიღმა სივრციდან, ვიდრე დღეს", — ეს ფრაზაც შაქარაშვილს ეკუთვნის და იმავე ეთერში გააჟღერა.
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?


კომენტარები