თეა წულუკიანი

5 Nov. 2022, 18:05

გულწრფელად გეუბნებით, სიღრმისეულად არ ვფლობ ამ საკითხს, რომელი ოპოზიციური პარტია აპირებს გაერთიანებას, როგორია დინამიკა ამ პროცესის, მაგრამ საზოგადოებისთვის რაც უკვე ცნობილია, რომ ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და გირჩი — მეტი თავისუფლება, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ სერიოზული არ არის. ასე ვაფასებ როგორც ხუმრობით, ასევე სერიოზულად. მე ნაციონალური მოძრაობის, რაც არ უნდა ძალიან მწვავე ოპონენტი ვიყო, იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე, ამა თუ იმ ფორმით არიან. ამის მიუხედავად, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, ამ "ზეროებისგან" განსხვავებით, ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეს "ზეროების" გაერთიანება ევედრება ნაციონალურ მოძრაობას, შეგვიერთეთო. აქ კიდევ მეორე ალოგიკურობას ვაწყდებით, რომ ეს ყველა იყო ნაციონალური მოძრაობის ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ. შესაბამისად, ეს ანალიზი, დისკუსია, რას და რატომ აკეთებენ, პრინციპში, არ არის არც პოლიტიკურად და არც პოლიტოლოგიურად საინტერესო.

ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სამი პარტიის — დროას, გირჩი — მეტი თავისუფლებისა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობას. წულუკიანის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო…