თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური სამიტი Touch გაიმართება — რა უნდა ვიცოდეთ
Touch ბრუნდება!
7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ მასშტაბური საერთაშორისო სამიტი, Touch გაიმართება. ორგანიზატორთა თქმით, ეს არის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კოფერენცია კავკასიის რეგიონში და ის დიდი გეგმებით გვიბრუნდება.
Touch-ზე დამსწრეთათვის ეს ორი დღე, დილიდან გვიან საღამომდე, დატვირთული იქნება სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობით და საღამოს წვეულებებით.
ასევე იხილეთ: რა ხდებოდა Touch Digital Summit-ზე — ნაწილი I
კონფერენცია იყოფა ორ მთავარ ნაწილად:
- სემინარები და ვორკშოპები;
- ნეთვორქინგ სესიები.
ამ გზით, მონაწილეებს შეუძლიათ არამხოლოდ ისწავლონ ერთმანეთისგან, არამედ დაუკავშირდნენ დამსწრეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ინდუსტრიებიდან.
სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Adobe, Microsoft, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ბევრი სხვა.
სპიკერების სრული სიის ნახვა აქ შეგიძლიათ.
რაც შეეხება სასაუბრო თემებს
TOUCH22-ის მთავარი თემებია:
- Tesla AI-ზე დაკვირვება;
- კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება;
- ფოკუსი დესტრუქციებზე. როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?
- მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექცტიური მეხსიერების ძალა;
- Human Machine Interface — წარსული, აწმყო, მომავალი;
- ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები;
- მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა;
- Fast and Furious — რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?
- ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში;
- საკმარისია მუშაობა! — ეს იხსნის სამყაროს;
- Reverse Engineering-ის გაცნობა და iOS სისტემის უსაფრთხოება;
- მოდის ინდუსტრია მეტავერსში — დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია;
- კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში;
- Oops-My Office is Gone — ბედნიერება სამსახურში;
- Design Thinking — რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია;
- Behavioral Science — ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში
ასევე იხილეთ: AI, VR, მარკეტინგი და პანდემია — რა ხდებოდა Touch Digital Summit-ზე — ნაწილი II
ვინ უნდა დაესწროს?
სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის წამყვანი მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი ბიზნესი, დეველოპერები, მარკეტერები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, დიზაინერები, სტუდენტები, ინოვატორები და მაძიებლები.
Early Bird ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე.
კომენტარები