ვოლოდიმირ ზელენსკი

3 Nov. 2022, 01:28

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ღირს ერთი წუთით შეჩერება მათი ასეთი განცხადებების განხილვაზე. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსული ეგრეთ წოდებული "სპეციალური ოპერაციის" რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ეს მართლაც გასაოცარი ცვლილებებია.

ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ მე და თქვენ, როცა ერთიანები ვრჩებით. მილიონობით უკრაინელი კაცი და ქალი, რომლებიც იბრძვიან და მუშაობენ ჩვენი თავისუფლებისთვის. და მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, რომლებიც გვეხმარებიან რუსული ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხებას და მის დასჯას. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ მთელი უკრაინა არის და იქნება თავისუფალი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე…