სოფო ლილუაშვილი

2 Nov. 2022, 11:43

დღეს ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე. სხვა იმედი არ მქონდა. ბრძოლა გრძელდება, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას. ნამდვილად არ მშურს დღეს ამ მოსამართლეების, რადგან ვიცი, კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ამიტომ მხოლოდ წინ და მხოლოდ საბოლოო გამარჯვებამდე. ისინი ვერ ჩახედავენ თავიანთ შვილებს, მომავალ თაობას და ისინი შევლენ საქართველოს ისტორიაში ისეთები, როგორებიც დღეს ვნახეთ. რაც უფრო ნაკლებად გვეყოლებიან ასეთი ადამიანები, უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ მათი შვილებისთვისაც, მათ შორის და მათი სინდისისთვისაც, მაგრამ მათ კარგი პასუხი არ ელით.

ამის შესახებ სოფო ლილუაშვილმა მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან

ოცნების დეპუტატები ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილს ეხმაურებიან. მან რიგით მე-8…