სულაკაურის გამომცემლობის სიახლეები თბილისის წიგნის დღეებზე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
4-დან 6 ნოემბრის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება, რაც მკითხველებისთვის ზამთრის საკითხავის მოსამარაგებლად საუკეთესო შესაძლებლობაა. ტრადიციულად, სულაკაურის გამომცემლობა მკითხველს არაერთ სიახლეს, საინტერესო აქტივობასა და ფასდაკლებას დაახვედრებს.
სტატიაში წარმოგიდგენთ წიგნებს, რომლებიც თბილისის წიგნის დღეებზე აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.
1. კობო აბე — სხვისი სახე
მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ლიტოდისეა გრძელდება! ამჯერად სერიას ცნობილი იაპონელი მწერლის, კობო აბეს რომანი — სხვისი სახე დაემატება.შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს? ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს რომანში სხვისი სახე.
2. ფრანსუა ვიიონი — მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი
მთარგმნელი: დავით წერედიანი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ სერიას — მსოფლიო კლასიკას თბილისის წიგნის დღეებზე ორი ახალი დასახელება დაემატება. ფრანსუა ვიიონი xv საუკუნის ფრანგი პოეტია, რომლის შემოქმედებამაც ჩვენამდე მისი ხელნაწერებისა და გამოცემული წიგნების ფრანგმენტების წყალობით მოაღწია. დავით წერედიანის მიერ თარგმნილი ლექსები პოეტური თარგმანის შედევრად მიიჩნევა. წიგნში — მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი ფრანსუა ვიიონის ლექსები თითქმის სრულად იქნება წარმოდგენილი.
3. ფიოდორ დოსტოევსკი — იდიოტი
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მსოფლიო კლასიკას შეემატება ფიოდორ დოსტოევსკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რომანი, იდიოტი, რომელიც ქართულად გივი კიკილაშვილმა თარგმნა. მშვიდი ცხოვრება თუ სხვისი სულის გადარჩენის მძიმე პასუხისმგებლობა? – სწორედ ეს დილემა გამოკვეთს ყველაზე მკაფიოდ ფიოდორ დოსტოევსკის უმთავრეს ფილოსოფიურ საზრუნავს: რა არის ადამიანი?
4. გოგი გვახარია — ცრემლიანი სათვალე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
თბილისის წიგნის დღეებზე მკითხველებს ცრემლიანი სათვალის განახლებული ტირაჟი დახვდებათ.
ამ ორმა ხატმა – ეკრანმა და მაყურებელმა – მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, “პირად ისტორიაზე“, ე. ი. ბიოგრაფიაზე, იმოქმედა… ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა.
5. მიშიკო სულაკაური — თბილისი კომენტარით
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ქუჩაში რასაც ვხედავთ დღეს, ხვალ შეიძლება ვეღარ ვნახოთ — სწორედ ასე იწყება მიშიკო სულაკაურის თბილისი კომენტარით, რომლის მთავარი გმირიც თბილისია. წიგნში თავმოყრილია თბილისის იერსახის მრავალშრიანი არქივი/ლექსიკონი, რომელიც აღწერს მოსახლეობების კომენტარებსა თუ მანიფესტაციებს ქუჩაში. ამ მხრივ თბილისი ერთგვარ ლიტერატურულ ძეგლსაც შეიძლება შევადაროთ, რადგან ის ინახავს ენას რომელიც კონკრეტულმა დრომ შექმნა.
6. ესქილე — ტრაგედიები
მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ესქილე ელევსისში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და ელევსისის მისტერიებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ის ათენის სცენის ნამდვილი მეფე იყო, ათენელი მაყურებელი ესქილეს, უბრალოდ, აღმერთებდა. ის ერთადერთი ავტორი იყო, რომლის პიესები მისი სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა. ტრაგედიები ლევან ბერძენიშვილმა თარგმნა.
5 ნოემბერს, 14:30 საათზე ექსპო ჯორჯიაში წიგნს ლევან ბერძენიშვილი და დავით პაიჭაძე წარადგენენ.
7. სალი რუნი — მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სალი რუნის ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. ახლახან ქართულ ენაზე გამოიცა ავტორის მესამე რომანი — მშვენიერო სამყაროვ სად ხარ. რომანის მთავარი გმირები ცდილობენ, მოერგონ ამ სამყაროს, იპოვონ საკუთარი თავი. ესაა სიყვარულის, ვნების, სურვილების, ტკივილისა და შიშის დაუსრულებელი ციკლი. იპოვიან კი ეს პერსონაჟები ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდიან და დაანახვებენ მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას?
8. ლიტოდისეა — განახლებული გამოცემები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ლიტოდისეა მკითხველებს არა მხოლოდ სიახლეებით, არამედ ბესტსელერი წიგნების განახლებული გამოცემებითაც დახვდება. მათ შორისაა მისტერიები, გახლეჩილი აპრილი, კაენი და კრავთა დუმილი და სხვა.
ასევე იხილეთ:
შეგახსენებთ, რომ 4-დან 6 ნოემბრის ჩათვლით თბილისის წიგნის დღეები ექსპო ჯორჯიაში გაიმართება და სტატიაში მოცემული თითოეული წიგნის შეძენას სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან შეძლებთ.
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
კომენტარები