თბილისის მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იწყება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. მე-10 საიუბილეო ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და თბილისის მერია.
31 მაისს, 20:00 საათზე ფესტივალის ოფიციალური გახსნის საღამო გაიმართება. DJ-ს მიერ სპეციალურად შექმნილი კინომუსიკის სეტის ფონზე წარმოდგენილი იქნება ფესტივალის სიახლეები; გაიმართება ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის სტუდენტური/სადიპლომო ნაშრომის „ვაგონეტი“ ჩვენება.
4 ივნისს, 20:00 საათზე, ფესტივალის დასკვნით საღამოს მუსიკალურად გააფორმებს თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. ასევე გაიცემა ჟიურის სპეციალური პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც მსოფლიო კინოსკოლებში ისწავლება: რეჟისურა, ოპერატორის ნამუშევარი, მონტაჟი და ხმა.
სელექციის შედეგად ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა 19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი, მათ შორისაა - აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ბელგია და საქართველო.
2017 წლის ფესტივალის ჟიურის წევრები არიან ინდოელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი აშვინ მალიქი; ისრაელის კინოინდუსტრიის აქტიური წევრი, პროდიუსერი ეითან ევანი; ლიტველი პროდიუსერი რამუნას პავილინსკასი; ირანელი კინემატოგრაფსტი, კარნამეს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ბორდის წევრი ალირეზა სოლტანიში; თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ნინო კასრაძე.
ფესტივალის პროგრამა, ასევე მოიცავს ჟიურის წევრების მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე: “რასა“ - მიდგომა სინემატიკურ თხრობასთან; როგორ განვავითაროთ წარმატებები?; როგორ შევქმნათ ფილმის რიმეიქი; მსახიობის მუშაობა კამერასთან და რეჟისორთან; ურთიერთობა პროდიუსერებს და დამწყებ რეჟისორებს შორის. მასტერკლასების გარდა, თეატრალური უნივერსიტეტის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება ყველა საკონკურსო ფილმი, ინგლისური სუბტიტრებით. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია (მის: აღმაშენებლის გამზ. 40).
2017 წელს ფესტივალს ჰყავს საპატიო სტუმარი - იერჟი რუდჟინსკი, პოლონელი ოპერატორი, რომელიც გახლავთ ლოძის კინოსკოლის პროფესორი. მას აქტიური შემოქმედებითი პროცესები აკავშირებს ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორიც არიან კშიშტოფ კისლიოვსკი, ანჯეი ვაიდა და სხვა. პოლონელი ოპერატორი 3 დღიან ვორქშოფს ჩაატარებს ქართველ სტუდენტებთან: ფერთან და კამერასთან მუშაობის მეთოდოლოგიისა და სხვა თემების შესახებ.
წელს, ფესტივალს დაესწრება საკონკურსო პროგრამის 10-მდე უცხოური ფილმის ავტორი და გადამღები ჯგუფის წევრი, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი სტუდენტების, მომავალი კოლეგების გაცნობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.
ფესტივალის პროგრამაში, ასევე სხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი: 1 ივნისს - ვლადიმერ სულაქველიძის გამოფენა და ფილმის „ფრანი“ ჩვენება გაიმართება; ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტი უმასპინძლებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს კინოს მუზეუმში; დაგეგმილია მიხეილ მაღალაშვილისა და გიორგი გერსამიას სტუდენტების, მომავალი ოპერატორების ფოტო გამოფენა.
საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა. იგი მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე „თავისუფალ სივრცედ“, ფესტივალმა მრავალი სახელგანთქმული რეჟისორი დააჯილდოვა მათი სტუდენტობის პერიოდში. 2007 წელს, აღდგენილი ფესტივალი, მრავალწლიანი ისტორიითა და განახლებული სახით ჩაერთო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში. მან უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის.
ფესტივალის პარტნიორები არიან: “გორგია“, „ყავა პელე“, „ბორჯომი“, „პეპსი“, შპს „აბიტარე“, რესტორანი „ქართული სახლი“ პეროვზე, ტელეკონპანიები „Music Box” და„ARTAREA“, ჟურნალი“კულტურა+“, გაზეთი „Georgia Today”, რადიო „ფორტუნა“, სარეკლამო კომპანია „ალმა”, On.ge.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა

კომენტარები