ახალმა ზელანდიამ მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიის ქორწინების ცერემონიალი ოფიციალური ძალის მქონედ ცნო.

შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ რელიგიის წესებით იქორწინებს, სახელმწიფოს მიერ ოფიციალურ მეუღლეებად იქნებიან აღიარებულები.

ქორწინების ცერემონიალი, სახელწოდებით მინისტერონი, ეკლესიის ხელმძღვანელმა კარენ მარტინმა ჩაატარა.

"ცერემონიალისას ვიყენებთ ხმალს, პასტასა და ლაფშას." განაცხადა მარტინმა.

გარდა ცერემონიალის აღიარებისა, სახელმწიფომ კარენ მარტინი, ოფიციალური ქორწინების გაფორმების უფლებამოსილების მქონე პირად აღიარა.

ახალი ზელანდიის კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც აღავლენს წირვას, აქვს გამოკვეთილი ფილოსოფია და ჰუმანისტური მიზნები, კვალიფიციურია გასცეს ქორწინების მოწმობა. შესაბამისად, მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიის უფლების ცნობა სახელმწიფოს კანონმდებლობას სრულად შეესაბამება.