არჩილ თალაკვაძე

24 Oct. 2022, 16:51

მიუღებელია, როდესაც საქართველოში რუსეთის მთავარი მოკავშირე, სააკაშვილი, რომელმაც ყველა ანტიევროპული საქმე გააკეთა, დაკარგა ტერიტორიები, დაარღვია ადამიანის უფლებები, ხელყო საკუთრების უფლება, დაარბია და დააპატიმრა მედია, რომელიმე რეზოლუციაში იყოს მოხსენიებული, რომ თითქოს ის პუტინისა და რუსეთის მოწინააღმდეგეა. პირიქით, ამ წლების განმავლობაში, მან ყველაზე მეტი რუსული საქმე გააკეთა უახლეს ისტორიაში....

უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უპირობოდ ძლიერი რჩება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის საკითხის უკრაინასთან დაკავშირება ჩვენთვის არის გაუგებარიც და მიუღებელიც.

ასე ეხმაურება დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. რეზოლუციით დეპუტატებმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარეს. მმართველი გუნდი რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული, "ნაუცბადევად შეპარულს" უწოდებენ და პარტიულ ინტერესებს ხედავენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან მიმართვას ავრცელებს. იგი სოლიდარობას…