კომპანია Lenovo მომხმარებელს დამატებით სერვისს — შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვას სთავაზობს
ფოტო: Lenovo
თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ნოუთბუქი და პლანშეტი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დღის განმავლობაში ყველაზე დიდ დროს სწორედ ამ მოწყობილობასთან ერთად ვატარებთ. ამიტომ მათი ყიდვისას მნიშვნელოვანია ჩვენი ახლად შეძენილი ნივთი დამატებითი გარანტიით "დავაზღვიოთ", რათა ერთი მხრივ, თავიდან ავირიდოთ შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დისკომფორტი, მეორე მხრივ კი, მოწყობილობამ დიდხანს, გამართულად და ხარისხიანად იმუშაოს.
კომპანია Lenovo მომხმარებელს სთავაზობს დამატებითი გარანტიის სერვისს — შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვას (ADP_ Accidental Damage Protection).
შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვა (ADP) შესაძლებლობას გაძლევთ თავიდან აიცილოთ როგორც გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად ნოუთბუქის ან პლანშეტის ფიზიკური დაზიანებით გამოწვეული ზედმეტი უსიამოვნება, ასევე რაც მთავარია, ზედმეტი დანახარჯები.
როგორც წესი, ნოუთბუქის ან პლანშეტის შეძენიდან პირველი სამი წლის განმავლობაში მომხმარებელთა უმრავლესობას ერთხელ მაინც უწევს ისეთი შემთხვევითი დაზიანების შეკეთება, რომელიც სტანდარტულ საგარანტიო მომსახურებაში არ შედის.
გაუთვალისწინებელი შემთხვევების ჩამონათვალი, რომელსაც ADP სერვისი ითვალისწინებს, საკმაოდ ვრცელია: მოწყობილობის ვარდნა (არა უმეტეს 5მ სიმაღლიდან), ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება, LCD ეკრანის გაბზარვა, კლავიატურაზე წყლის, ყავის ან სხვა რაიმე სითხის დასხმა. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ შემთხვევით გამოწვეულ ზიანს სტანდარტული საგარანტიო მომსახურება არ ფარავს.
ფოტო: Lenovo
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეს შემთხვევა ალბათ კარგად არის ნაცნობი მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან და იცის, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული მსგავსი შემთხვევების შედეგად დაზიანებული ნივთის შეკეთება. Lenovo-ს შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის (ADP) სერვისი კი მომხმარებელს თავიდან აცილებს საკმაოდ ძვირადღირებულ შეკეთების სერვისს ან სულაც ახალი მოწყობილობის შეძენას და გაუთვალისწინებელი დანახარჯების 28%-დან 80%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.
შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი — ADP — Lenovo-ს მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში მაღალპროფესიონალი ტექნიკოსების მიერ სერტიფიცირებული ნაწილების გამოყენებით ხორციელდება. ტექნიკოსებს არ გამორჩებათ მხედველობიდან ის ფარული დაზიანებაც, რომელიც სხვაგვარად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. იმ შემთხვევაში კი, თუ მოწყობილობა შეკეთებას არ ექვემდებარება, მომხმარებელს ახალი ნივთი გადაეცემა.
დამატებითი მომსახურების — შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისის (ADP) შეძენა შესაძლებელია Lenovo-ს ნოუთბუქის ან პლანშეტის შეძენისას Lenovo-ს ავტორიზებულ პარტნიორებთან — ალტა და ელიტ ელექტრონიქსი.
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები