ბექა დავითულიანი

18 Oct. 2022, 15:10

ნამდვილად არ მინდოდა დღეს ამ თემას შევხებოდი, რადგან უკანასკნელ წლებში რაღაც გახშირდა, ასე ხდება რომ დიდი ტრაგედიები ტრიალდება ჩვენს ქვეყანაში და მერე ხდება ამის გაუბრალოებასავით პოლიტიკურ დისკურსში შემოტანით რაც არის ცალკე ტრაგედია,, რომ ასე შეგვიძლია, ამხელა ტრაგედიები საკამათო, საპოლემიკო გავხადოთ. 

ჩვენი ოპონენტების ნაწილს არჩეული აქვს ეს გზა და ამ გზაზე ვერ ვუშლით და თვითონაც არ იშლიან. შეგვიძლია, ამას გავცეთ პოლიტიკური პასუხი და შეგვიძლია, ძალიან მძიმედ გავცეთ. ვფიქრობ, ეს ტრაგედია და იმ ბავშვის ხსოვნა არ იმსახურებს იმას, რომ იგივე განწყობით ვუპასუხოთ, რა განწყობითაც ისინი ბრალს გვდებენ. იმ ნაწილს — რატომ აქამდე არავინ დაიჭირა გამოძიებამ — გამოძიება დაიჭერს აუცილებლად, ვინც იქნება პასუხისმგებელი და ეს თუ ასე არ მოხდება მეც თქვენთან ერთად პრეტენზიას წავუყენებ ყველას, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინა და არ გამოიძია. 

როდესაც თქვენ წინსწრებით და უაპელაციოდ გინდათ, რომ ადამიანს ბავშვის სიკვდილის ტვირთი დააკისროთ, თქვენ კი ამბობთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობაო, მაგრამ ეს ხომ მორალური პასუხისმგებლობაა. ანუ ეუბნები, რომ შენი ბრალია და გინდა მიიღოს. თქვენთვის არ ვიცი, ეს რატომ არის ასეთი მარტივი, ასე როგორ ლაპარაკობთ — ეტყობა თქვენთვის ეს იმხელა პრობლემა არ არის. 

იმაშიც ვეთანხმები ბოტკოველს, რომ კი ბატონო, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის თქვენთვის დაბრალება უაპელაციოდ, ქართული ოცნების წევრმა დაგაბრალათ თუ ვინ დაგაბრალათ, გეთანხმებით, ვინც ეს პირველი თქვა, თქვა დიდი სისულელე. გულწრფელად ვამბობ და მსგავსი ტრაგედიებით მანიპულირება არ შეიძლება. სისულელე თქვა, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა. უბედურება მეორე იცით რა არის? ისეთები გქონდათ გაკეთებული ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო რა.

და დღეს თქვენ იგივენარირად აქეთ, სრულიად უსაფუძვლოდ იშვერთ ხელს და არავის არ სჯერა. ყველამ იცის, რომ ამის გამკეთებელი, ხელის დამფარებელი და ა.შ. არავინ არ არის.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა პარლამენტში. 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ ოპოზიციაში მყოფმა ქართულმა ოცნებამ ბავშვის მკვლელობაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი — არც თუ ისე საყვარელი…