მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერა მთვარეზე მტვრის ნაწილაკსაც დააფიქსირებს — რა უნდა ვიცოდეთ
კარგი ამბავი გვაქვს! მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერა თითქმის მზად არის და ის მალე ტელესკოპზე დაყენდება.
SLAC National Accelerator Laboratory-ში ტექნიკოსები მსოფლიოში ყველაზე დიდ ციფრულ კამერაზე მუშაობას ასრულებენ. კამერა გაიგზავნება ჩილეში და დამონტაჟდება ტელესკოპზე, რომელიც მდებარეობს ანდესში. პროექტზე მუშაობა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ კამერა ჯერ არ არის დასრულებული, ამჯერად მისი ყველა მექანიკური ნაწილი პირველად არის ერთად.
კამერა ისეა დაყენებული, რომ ვიზიტორებს შეუძიათ მისი საოცარი ფოკუსირების სიბრტყის (რომელსაც აქვს 189 CCD) დანახვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ SLAC National Accelerator Laboratory-ის თანამშრომლებმა მედიას საშუალებ მისცეს მოწყობილობა ახლოდან ენახათ. საბოლოოდ, SLAC-ის გუნდმა სულ 21 სტუმარს 14 სხვადასხვა მედია ორგანიზაციიდან უმასპინძლა.
ამ მომენტისთვის SLAC-ის გუნდი ამოწმებს კამერის ჩამკეტს და ფილტრის გაცვლის სისტემას. ორი დინამიური კომპონენტი ასევე ახლახან იყო დაინსტალირებული, როდესაც ისინი არ პასუხობდნენ 3200 მეგაპიქსელიანი კამერის მოთხოვნებს.
რა არის უნიკალური LSST კამერაში?
LSST არის ციფრული კამერა, მაგრამ მნიშვნელოვნად დიდია. მისი 189 სენსორის დახმარებით, მას შეუძლია ვარსკვლავებიდან და სხვა ობიექტებიდან მომდინარე სინათლე დაიჭიროს. ის შემდეგ მათ ელექტრულ სიგნალებად აქცევს, რომლებიც შეიძლება გარდაისახოს ციფრულ ფოტოებად. თითოეული სენსორის ზომა დაახლოებით 16 მილიმეტრია და შეიცავს უფრო მეტ პიქსელს, ვიდრე iPhone-შია.
კამერა მთლიანობში 3.2 გიგაპიქსელს მოიცავს და შეუძლია გადაიღოს სურათები საკმარისი გარჩევადობით მთვარის მტვრის ნაწილაკების დასანახად. 1,57 მეტრის დიამეტრით, მისი ობიექტი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე შექმნილა.
LSST კამერის პროექტის მენეჯერი ვინსენტ რიოტი ამბობს, რომ კამერის სენსორების დამზადება ძალიან ძვირი დაჯდა და ნებისმიერი არასწორი განლაგება მათ ადვილად დააზიანებდა. ამიტომ, მსგავსი კომპონენტების შეკრვა ძალიან რთული იყო.
კამერას ბოლო განახლება წლის დასრულებამდე მოხდება. უკვე ამის შემდეგ დამონტაჟდება გაგრილების მოდერნიზებული სისტემა. და აი უკვე დასასრულს, კამერა მომზადდება საბოლოო ტესტირებისთვის ჩილეში გაგზავნამდე. კამერა მუშაობას 2023 წლის მაისში დაიწყებს.
მეტი LSST-ის შესახებ
"დიდი სინოპტიკური საკვლევი ტელესკოპი" (LSST) არის ასტრონომიული ობსერვატორია, რომელიც ამჟამად შენდება ჩილეში. მისი მთავარი ამოცანა სინოპტიკური ასტრონომიული კვლევების ჩატარება იქნება. ობსერვატორია მდებარეობს ელ პენიონის მწვერვალზე 2 682 მეტრის სიმაღლის მთაზე, კოკიმბოს რეგიონში, ჩრდილოეთ ჩილეში.
კომენტარები