ვოლოდიმირ ზელენსკი

12 Oct. 2022, 00:25

მტერმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა წამოიწყო. დღეს დილის მდგომარეობით, 28 რაკეტა ისროლეს, რომელთაგან 20 ჩამოვაგდეთ. 15-ზე მეტი დრონი, ძირითადად ირანული საბრძოლო დრონები. უმეტესობა ჩამოვაგდეთ.

ქვეყნის მასშტაბით აღდგენითი სამუშაოები საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. დღევანდელი თავდასხმები რომ არა, უკვე აღვადგენდით ენერგომომარაგებას, წყლის მომარაგებას და კომუნიკაციის წყაროებს, რომლებიც ტერორისტებმა გუშინ დააზიანეს. რუსეთი მხოლოდ ერთ დამატებით რამეს მიაღწევს: ის ჩვენს აღდგენას ოდნავ შეაფერხებს.

სადაც ნგრევა იყო, ინფრასტრუქტურა ყველგან განახლდება. სადაც დანაკარგი იყო, უკვე არის ან იქნება მშენებლობა. სადაც მტრის რაიმე იმედი იყო, რუსული სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება.

კაცობრიობა და ადამიანობა ტერორისტებზე ძლიერია. მადლობელი ვარ ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობას ჩვენი გამარჯვებისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში, ხუთი განსხვავებული თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 700-მდე ბიზნესის…