ჯო ბაიდენი

10 Oct. 2022, 21:46

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში, მათ შორის კიევში. ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და გაანადგურეს სამიზნეები, რომლებიც არ არის სამხედრო დანიშნულების. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ ბატონი პუტინის უკანონო ომის სრულ სისასტიკეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ვუსამძიმრებთ დღეს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე ვუსურვებთ საუკეთესოს ურვილებს და გამოჯანმრთელებას დაშავებულებს.

ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, ვიყოთ უკრაინელი ხალხის გვერდით რამდენ ხანსაც დასჭირდებათ. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ რუსეთისთვის საფასურის დაწესებას მისი აგრესიისთვის, პუტინის და რუსეთის პასუხისმგებლობას დავაყენებთ მისი სისასტიკესა და ომის დანაშაულების გამო და უკრაინულ ძალებს უზრუნველვყოფთ საჭირო მხარდაჭერით საკუთარი ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაპროვოცირებული აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…