კრემლი უკრაინის მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების ხელახალ ოკუპაციას გეგმავს
ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კონტრშეტევის დაწყების შემდეგ უკრაინამ არაერთი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა, როგორც სამხრეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით — რუსები უკან იხევენ და საბრძოლო ტექნიკას ტოვებენ.
- უკრაინა კონტრშეტევას აგრძელებს და იბრუნებს მათ შორის იმ ოლქების დასახლებებს, რომლებიც რუსეთმა უკანონო ანექსიით "მიიერთა".
- მაგალითად, დღეს სამხრეთის სარდლობამ ხერსონის ოლქში 8 დასახლება გაათავისუფლა.
- მიუხედავად იმისა, რომ ხერსონი რუსეთს თავის ნაწილად აქვს გამოცხადებული, დღეს აღიარეს, რომ იქ "გადაჯგუფება" მოუწიათ — ამ ტერმინს ისინი მარცხის არაღიარებისთვის იყენებენ.
დეტალები: დმიტრი პესკოვთან შეხვედრისას ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს ტერიტორიები სამუდამოდ რუსეთის ნაწილი გახდა, ამავდროულად კი ისმის ჯარების უკან დახევის შესახებ და იკითხეს, არის თუ არა აქ წინააღმდეგობა.
- "აქ არაფერი ურთიერთგამომრიცხავი არ არის, ისინი სამუდამოდ რუსეთთან იქნებიან. მათ დაიბრუნებენ", — უპასუხა პესკოვმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი უკრაინის კონტრშეტევას უპასუხებს და ამ ტერიტორიების ხელახალ ოკუპაციას გეგმავს.
-
პესკოვს ასევე ჰკითხეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე და პუტინის ბრძანების ფორმულირებაზე მათი საზღვრების შესახებ, რადგან რუსეთმა არც კი იცის, რა საზღვრებით "მიიერთა" ეს ადგილები.
-
"ეს ეხება ტერიტორიას, რომელშიც სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია მოქმედებდა მიღების დროს... მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარკვეული ტერიტორიები დაბრუნდება. და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმ მოსახლეობასთან, რომელიც გამოთქვამს რუსეთთან ცხოვრების სურვილს", — უთხრა მათ პესკოვმა.
უკრაინაში ამბობენ, რომ ნებისმიერი რუსული ობიექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე — უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია
- ზელენსკიმ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პუტინის განკარგულებები ბათილად ცნო და განაცხადა, რომ უკრაინა თავისას უკან დაიბრუნებს.
- და ოფიციალურად თქვა უარი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე.
- ასევე, დაამტკიცა და წარადგინა NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადი.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები