მასკის თქმით, Cybertruck-ს ნავის ფუნქციაც ექნება
წლების განმავლობაში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკსი სულ უფრო და უფრო მეტ დეტალს გვიხელს თავის ახალ Cybertruck-ზე. მან Twitter-ზე სატვირთო მანქანის კიდევ ერთი მახასიათებელი გაგვიმხილა: ის საკმარისად წყალგაუმტარი იქნება იმისთვის, რომ როგორც ნავი ისე გამოვიყენოთ.
წყალგაუმტარი მანქანა
"Cybertruck საკმარისად წყალგაუმტარი იქნება იმისთვის, რომ მოკლე დროში ნავად მოგვევლინოს. ასე რომ მას შეუძლია გადაკვეთოს მდინარეები, ტბები და ზღვებიც კი", — დაპოსტა მასკმა.
თუმცა, მან არ გაამჟღავნა, როგორ მოხერხდება ეს და რამდენ ხანს შეძლებს სატვირთო მანქანა წყალზე უსაფრთხოდ დარჩენას. მან არც ის აღნიშნა, თუ როდის ჩაეშვება სატვირთო წარმოებაში.
Tesla-მ ინოვაციურ სატვირთო მანქანაზე ინფორმაცია პირველად 2019 წელს გაავრცელა. მაშინ მასკი ამტკიცებდა, რომ ის გაყიდვების დაწყებას 2021 წელს აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეფერხდა. საბოლოოდ მასკმა თქვა, რომ წარმოება 2023 წელს დაიწყება.
2022 წლის ივლისში ინვესტორებთან გამართული შეხვედრისას, მასკმა ანალიტიკოსებს განუცხადა: "მალე Cybertruck-თან დაკავშირებით ბევრ საინტერესო ინოვაციას შემოგთავაზებთ. ამ წამს რთულია დეტალებზე საუბარი, მაგრამ დიდი სიახლეები გველოდება. ჩვენი გუნდი აგრძელებს Cybertruck-ის წარმოებაზე მუშაობას".
რა სხვა მახასიათებლებით გამოირჩევა სატვირთო მანქანა?
ელექტრომობილების მწარმოებელი აცხადებს, რომ ერთძრავიან Cybertruck-ს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე ასვლა 6,5 წამში შეეძლება. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ეს 177 კმ/სთ-ია. გავრცელებული ინფორმაციით, ორძრავიანი Cybertruck მიაღწევს 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 4,5 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 193 კმ/სთ იქნება. და ბოლოს, სამძრავიან მოდელს, ნულიდან 100 კმ/სთ-ს განვითარება სულ რაღაც 2,9 წამში შეეძლება. ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 209 კმ/სთ იქნება.
Cybertruck-ის სამივე მოდელს აქვს რეგულირებადი ჰაერის საკიდარი, რომელსაც შეუძლია მანქანა მიწიდან 40 სანტიმეტრამდე ასწიოს. რაც შეეხება ბუქსირის სიმძლავრეს: 3 400 კგ ერთძრავიანი ვერსიისთვის, 4 500 კგ ორძრავიანი მოდელისთვის და 6 350 კგ სამი ძრავისთვის.
დაბოლოს, ბატარეების კუთხით, ერთი ძრავის მოდელს აქვს 400 კილომეტრის დიაპაზონი, ორმაგი ძრავის შემთხვევაში ეს 480 კილომეტრია, ხოლო სამძრავიანი ერთი დატენვით 500 კილომეტრსაც ფარავს.
კომენტარები