26 მაისის ღონისძიებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ხვალ, 26 მაისს, საქართველოს მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ღონისძიების საორგანიზაციო ხარჯების გასაწევად ჯამში, სავარაუდოდ, 1 650 210 ლარი დაიხარჯება. ყველა უწყება, ამ თანხით მომსახურებას პირდაპირი წესით შეისყიდის და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. აღნიშნული ინფორმაცია On.ge-მ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოიძია.
ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულები არიან სამინისტროები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და გამგეობები.
ამ ღონისძიებისთვის ყველაზე მეტი თანხის (473 ათასი ლარი) დახარჯვას თბილისის მერია და გარემოს ეროვნული სააგენტო (200 ათასი ლარი) გეგმავს, ყველაზე ნაკლებს კი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
სამინისტროების ხარჯი და აქტივობები
ჯამში ცხრა სამინისტრო 576 784 ლარის დახარჯვას გეგმავს. მათგან ყველაზე მეტს (105 500 ლარი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დახარჯავს, შედარებით ნაკლებს (102 122 ლარი) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ყველაზე ნაკლებს კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (6 250 ლარი).
ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროც (85 762 ლარი), შინაგან საქმეთა სამინისტროც (85 ათასი ლარი), იუსტიციის სამინისტროც (74 650 ლარი), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც (55 ათასი ლარი), გარემოს დაცვის სამინისტროც (37 500) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის აპარატიც (25 ათასი ლარი).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე ბენდების კონცერტი, ლაით შოუ და სხვადასხვა ტიპის დეკორაციების მოწყობა. საღამოს კი, მოწვეული Dj-ების კონცერტი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ფესტივალების, კონცერტების და სხვა წარმოდგენების ორგანიზების ხელშეწყობა.
26 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გამოფენა - „შოთა რუსთაველი და მისი ეპოქაა“. გარდა ამისა, დაგეგმილია რუსთაველის გამზირზე საბავშვო სივრცის მოწყობა. განათლების სამინისტროს ორგანიზებითვე ფოთში სტუდენტური კონცერტი და უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით გამოფენა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქივობები გაიმართება.
თავდაცვის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებისთვის დიზაინერის, სცენარისტის, რეჟისორის, წამყვანის მომსახურების შესყიდვას გეგმავს. გარდა ამისა, იგივე უწყებას ევალება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სტუდიური ჩაწერა და შესრულება, ასევე შეიარაღებული ძალების სიმღერის შესრულება თავისუფლების მოედანზე და სხვადასხვა მატერიალური საქონლის შესყიდვა.
ქალაქ თელავში ღონისძიების გამართვის ვალდებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. გარდა ამისა, ამავე უწყებამ სხვადასხვა აქტივობებისთვის მომსახურება უნდა შეიძინოს. იუსტიციის სამინისტრო კი, ღონისძიებას ქალაქ ოზურგეთში ჩაატარებს. რაც შეეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს სამინისტრო ამბროლაურში გეგმავს საბავშვო სივრცის მოწყობას. ამასთანავე მუნიციპალიტეტებისთვის (ზუგდიდის, ფოთის, თელავის, ახალციხის, ოზურგეთის, გორი, მცხეთის, რუსთავის, ქუთაისის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტები) ქუჩებისა და საკონცერტო სცენების მორთვა-გაფორმების მიზნით, დროშებისა და ბანერების შესყიდვასა და მონტაჟს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 26 მაისს ქ.ზუგდიდში საბავშვო სივრცის, ყვავილებისა და ნერგების კუთხის, ხელოვნური შადრევანის მოწყობასა და სეპარაციის ურნებით უზრუნველყოფს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის აპარატს გორში ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის თემატიკაზე საინფორმაციო-გასართობი ზონის მოწყობა და აღნიშნული ღონისძიების განსახორციელებლად შესაბამისი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ევალება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი, მცხეთაში ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორული კონცერტს გამართავს და საბავშვო სივრცეს მოაწყობს.
სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებები
On.ge-ს ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიებებში სამინისტროებს დაქვემდებარებული სულ ორი უწყება მონაწილეობს. ამ ღონისძიებისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტო 200 ათას ლარს დახარჯავს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კი, შედარებით ნაკლებს - 111 805 ლარს.
გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ დოკუმენტში წერია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ბიუჯეტი ვერ იძლევა ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას და ამიტომ, მომსახურების გაწევა გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა - ახალციხეში - მე-12 საუკუნის ეპოქის გაცოცხლება, გამოფენებისა და საბავშვო გასართობი სივრცეების მოწყობა. როგორც შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ დოკუმენტში წერია, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები დაესწრებიან.
მუნიციპალიტეტები
26 მაისის ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტები ჯამში 761 621 ლარის დახარჯვას გეგმავენ. ამ თანხიდან ნახევარზე მეტს (473 ათასი ლარი) თბილისის მერია გამოიყენებს, ყველაზე ცოტას - 4 400 ლარს კი - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ღონისძიებისთვის სხვადასხვა მომსახურებას გაწევენ: მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება (46 ათასი ლარი), ქალაქების: ახალციხის (46 ათასი ლარი), ზუგდიდის (40 900 ლარი), თელავის (40 150 ლარი), გორის (38 200 ლარი), ოზურგეთის (30 971 ლარი), ამბროლაურისა (26 ათასი ლარი) და ქუთაისის (16 ათასი ლარი) მუნიციპალიტეტები.
26 მაისს გასამართი ღონისძიების ფარგლებში თბილისის მერია „ანბანის“ ინსტალაციას და უცხოენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების მაკეტის მონტაჟს, თემატური ფოტოგადაღების კუთხის, საბავშო სივრცის „არქეოლოგია ბავშვებისთვის“ და ნახატების აუქციონის მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია პანტომიმის სახელმწიფო თეატრი მოაწყობს „ცოცხალი ქანდაკებების შოუს“ სახელწოდებით „ვეფხისტყაოსნის გმირები“. ამავე დღეს გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, რომლებიც, დღის ბოლოს, გრანდიოზული გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გალაკონცერტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ქუთაისის მერიას საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ქალაქის ცენტრში გალა-კონცერტის მოწყობისთვის ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზება დაევალა. გორის მერიას საზეიმო კონცერტის ჩატარება, ფოიერვერკით უზრუნველყოფა, სცენის მოწყობა, ტექნიკური აპარატურის დაქირავება და კულტურული პროგრამების ჩატარება ევალება. ამავე დღეს ზუგდიდის მერია ვალდებულია გალა-კონცერტი მოაწყოს, რომელიც ფოიერვერკით დაიხურება. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა კი, უნდა უზრუნველყოს ქალაქის საზეიმო კონცერტით, ფეოერვერკით, სცენით, ტექნიკური აპარატურითა და კულტურული პროგრამით. ღონისძიების გამართვა და ფოიერვერკის გაშვება ევალება თვითმმართველ ქალაქ თელავს.
ამავე დღესაა დაგეგმილი ღონისძიება ქალაქ ოზურგეთში, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება საზეიმო კონცერტს ჩაატარებს, ფოიერვერკს გაუშვებს და სცენას ტექნიკური აპარატურით მოაწყობს. ღონისძიებადა ფოიერვერიკის გაშვებაა დაგეგმილი ახალციხეშიც. გარდა ამისა, ამავე ქალაქში მოეწყობა სცენა, რომელიც აპარატურით აღიჭურვება. ღონისძიება გაიმართება სენაკშიც.
თითქმის იგივე თანხა დაიხარჯა 2016 წლის 26 მაისის ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. ამ დღისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 488 693 ლარი დაიხარჯა.
თბილისში, 26 მაისის დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი დეტალურად იხილეთ აქ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები