ედელვაისი The Body Shop-ისგან — პროდუქტები, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ადამიანზე თანაბრად ზრუნავს
ფოტო: The Body Shop
The Body Shop-მა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და საუკეთესოდ გაყიდვადი ხაზის, — ახალგაზრდობის წვეთების სახელი განაახლა და მისი სახელიც ედელვაისით შეცვალა. ახალგაზრდობის წვეთების ერთი ბოთლი მსოფლიოს გარშემო ყოველ 20 წამში ერთხელ იყიდებოდა — აბა, რა საჭირო იყო მისი შეცვლა?
კომპანიამ საკუთარ აქტივისტურ ფესვებთან დაბრუნება გადაწყვიტა. The Body Shop-ის დამფუძნებელი, ანიტა როდიკი სილამაზის ინდუსტრიაში გაბატონებულ წესებს ეწინააღმდეგებოდა და ჩართული იყო გარემოსდაცვით და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივიზმში. ის აკრიტიკებდა სილამაზის ინდუსტრიაში დაბერების საწინააღმდეგო მიდგომებსაც და ამბობდა — „თუ არ გინდოდა, რომ ნაოჭები გაგჩენოდა, ღიმილი წლების წინ უნდა შეგეწყვიტა.
ამასთან, The Body Shop აქტიურად ატარებდა საკუთარი თავის შეყვარების, თავდაჯერების ზრდისა და მრავალფეროვნების წინ წამოწევის კამპანიებს. ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ არამხოლოდ ღიად მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი, უნდა გადაეხედათ სამუშაო პრაქტიკაც, რომლითაც ბრენდი ფუნქციონირებდა.
სარისკო გადაწყვეტილება The Body Shop-ისგან
დაბრების საწინააღმდეგო საერთაშორისო ბაზრი ღირებულება $140 მილიარდს შეადგენს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ როგორც საერთაშორისო ბრენდის ვიცე პრეზიდენტი ლაიონელ თორო ამბობს, აღნიშნულ რისკზე მაინც წავიდნენ.
„ამ გადაწყვეტილებით დიდი კომერციული რისკი გავწიეთ, შეცვალეთ იმ პროდუქტის სახელი, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო, მაგრამ ეს აუცილებელი გადაწყვეტილება იყო, რათა ჩვენს მიზნებთან მართალი ვყოფილიყავით. ჩვენ ცვლილებებისთვის ვიბრძვით, ხარისხიანი, ამასთან აქტივისტი ბრენდი ვართ. ჩვენი ვალია დავრწმუნდეთ, რომ მცდარ გზავნილებს არ ვავრცელებთ. ჩვენი პროდუქტის ნებისმიერმა მომხმარებელმა თავი ძლიერ, ნათელ ადამიანად უნდა იგრძნოს. გვჯერა, რომ ასაკის მატება ბედნიერება, პრივილეგიაა და ჩვენ ადამიანების გამხნევება, მათ გაძლიერებაზე ნებისმიერ ასაკში ზრუნვა გვევალება და არა დროის მანქანის ფუნქციის შეთავსება“, — აღნიშნავს ლაიონელ თორო.
ედელვაისის გამორჩეული მახასიათებლები
ფოტო: Getty Images
სახელის ცვლილებასთან ერთად პროდუქტის ფორმულაც შეიცვალა და ხაზი თავის მოვლის კიდევ უფრო მეტ საშუალებას გააერთიანებს. აღნიშნული ხაზის მთავარი დასაყრდენი ედელვაისის ექსტრაქტია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტია — განახლებულ პროდუქტში მისი შემცველობა ბევრად მაღალია და ხაზი კიდევ უფრო ექფეტური მოქმედებით იქნება გამორჩეული.
ედელვაისის პაწაწინა ყვავილი ალპების მკაცრ ბუნებაში გვხვდება და მუდმივი ქარების, თოვლისა და წვიმის მიუხედავად გადარჩენას ახერხებს, კიდევ უფრო ძლიერდება. ის საკუთარი თავის აღდგენასა და დაცვაზე ბუნებრივი ანტიოქსიდანტების მეშვეობით ზრუნავს.
კანის პრობლემების 80% ისეთი ბუნებრივი აგრესორების ბრალია, როგორიც ჰაერის დაბინძურება და მტვერია, ეს კანს ბრწყინვალებას აკრაგინებს, აშრობს და ღლის. ედელვაისში აღმოჩენილი დაცვის ბუნებრივი საშუალებები იდეალური კანის მოვლის ინგრედიენტია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ The Body Shop-მა საკუთარი პროდუქისთვის არჩევანი მასზე შეაჩერა. გარდა ამისა, ედელვაისი კანის დამცავი ბარიერის შექმნას უწყობს ხელს და ზედაპირს ატენიანებს, რაც სახეს მეტ სიცოცხლეს სძენს — ასაკის განურჩევლად.
ედელვაისის ხაზი 5 სხვადასხვა პროდუქტისგან შედგება:
- ედელვაისის ყოველდღიური შრატი, რომელიც მომხმარებლის ფავორიტი პროდუქტია, კანს დაბინძურებისგან იცავს და აჯანსაღებს;
- ედელვაისის თხევადი დასაბანი საშუალება, რომელიც კვირაში ორჯერ უნდა გამოიყენოთ, გარემოსგან დასტრესილ კანს გაასუფთავებს;
- ედელვაისის ძილის ნიღაბი, რომელიც შეგიძლიათ მთელი ღამე დაიტოვოთ, კანს ატენიანებს და აღადგენს, რისი წყალობითაც ბევრად ჯანსაღი და ნაზი სახის კანი გექნებათ;
- ედელვაისის თვალის ნიღაბი, რომელიც დილაობით ან მთელი ღამის განმავლობაში გამოიყენება, თვალის არეალს არბილებს და ატენიანებს;
- ედელვაისის ჟელისებრი მისტი, რომელიც გარემოსგან დასტრესილ კანს ნებისმიერ სიტუაციაში სიცოცხლით ავსებს, ამასთან ლურჯი ნათებისგან იცავს.
ინტერვიუ The Body Shop-ის გლობალური განვითარების დირექტორთან
ლორა ბოდანი The Body Shop-ის პროდუქტის გლობალური განვითარების დირექტორია და კომპანიის ცვლილებების მომტანი, ინოვაციური პროდუქტების განვითარებას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, სილამაზის ინდუსტრიით ადრეული ასაკიდან აინტერესებდა, ასაკის მატებასთან ერთად კი ბრენდსა და მომხმარებელს შორის ემოციური კავშირის დამყარების გზებმა მიიზიდა. ლორა The Body Shop-ის გამორჩეული მახასიათებლებისა და კომპანიის ხანგრძლივ ისტორიაში განსაკუთრებით ყურადსაღები პროდუქტების შესახებ საუბრობს.
რა არის The Body Shop თქვენთვის?
The Body Shop ცვლილებების მომტანი სილამაზის ბრენდია. ჩვენ სერტიფიცირებული საერთაშორისო საზოგადოების წევრი ვართ, რომელიც მდგრად მიდგომებს, ინკლუზიურობას ავითარებს და გარემოს აღდგენაზე ზრუნავს. ჩვენი დამოკიდებულება სილამაზის მიმართ ყოველთვის რადიკალურად განსხვავებული იყო. ჩვენ ვქმნით პროდუქტებსა და თავის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ადამიანებს ეხმარება, რომ საკუთარ კანში თავი კარგად იგრძნონ. ამიტომ, ეს პროდუქტები კარგია თქვენთვის, ხალხისთვის და პლანეტისთვის — კომპრომისების გარეშე.
ვინ არის თქვენი როლური მოდელი?
კომპანიის დამფუძნებელი, ანიტა როდიკი ცალსახად იყო ჩემი როლური მოდელი — ის ცვლილებების სათავეში იყო, შეცვალა ნორმები, წესრიგი, რომლითაც სილამაზის ინდუსტრია მუშაობდა. ადამიანის უფლებების კამპანიებს ატარებდა, გარემოს დაცვის პრობლემებზე საუბრობდა, ასევე თავდაჯერებაზე და მუდამ სჯეროდა, რომ ბიზნესი უკეთესობის მოტანის ძალაა.
კომპანიის პროდუქტებიდან რომელია თქვენი ფავორიტი ხაზი და რატომ?
მიკერძოების გარეშე ვიტყვი, რომ ედელვაისის ხაზი ჩემს ფავორიტებს შორისაა. არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ახალგაზრდობის შრატის წვეთები ჩვენი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი იყო, ახლა კი შეცვლილი სახელითა და პროდუქტებით ეს ხაზი უკეთესია. გადავწყვიტეთ, რომ სახელის ცვლილებით ნარატივი ახალგაზრდობიდან ძალაზე გადაგვეტანა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ის კომპანია ვართ, რომელიც ხედავს, რა არ არის სწორი და ამის შეცვლას ცდილობს. მთლიანი ხაზი შესანიშნავია: მძლავრ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომელიც თქვენი კანის დაცვასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს, გავზარდეთ მთავარი ინგრედიენტის, ედელვაისის კონცენტრაციაც, ამიტომ კიდევ უფრო ეფექტურია.
შეგიძლიათ მოგვიყვეთ პროდუქტის განვითარების პროცესზე?
ახალ ხაზს ვქმნით თუ არსებულს გარდავქმნით, ჩვენი პრიორიტეტი ყველაფრის ცვლილებების მომტანი სილამაზის ბრენდის ფილტრში გატარებაა. ჩვენ ვქმნით პროდუქტსა და ფორმულას, რომელიც რეალურ შედეგს იძლევა, ამასთან ადამიანებზე და პლანეტაზე ვზრუნავთ. ამას უთვალავი შემოწმების მეშვეობით ვახერხებთ, რაც გვარწმუნებს, რომ ინგრედიენტები ეფექტურია, ამასთან დამოუკიდებელი მომხმარებელიც ამოწმებს პროდუქტს, რათა თავდაჯერებით ვთქვათ, რომ ის სასარგებლოა. დამატებითი შემოწმებაა საჭირო, რათა გარანტია გვქონდეს, რომ ინგრედიენტები უსაფრთხო და გონივრული იქნება როგორც ადამიანებისთვის, ისე პლანეტისთვის. მაგალითისთვის, ტესტირება არ ტარდება ცხოველებზე და ყველა ინგრედიენტი ვეგანურია, ასევე არ ვიყენებთ პალმის ზეთს.
ხშირად ხდება ისე, რომ პროტოტიპი ტესტირების პროცესს ვერ გადის?
პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასადასტურებლად მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები გვაქვს, რათა მომხმარებლისთვის რეალური სარგებლის მომტანი საშუალებები შევქმნათ. ამიტომ, როცა პროტოტიპი ტესტირებას ვერ გადის, ჩვენ მასზე მუშაობას ვაგრძელებთ, სანამ გამართულ პროდუქტს არ მივიღებთ. საბედნიეროდ პროფესიონალების გუნდმა კარგად იცის, როგორ იმუშაოს პროდუქტზე და როგორ შექმნას ხარისხიანი, ეფექტური ფორმულა.
ამჩნევთ, როცა კონკრეტულ ქვეყნებში რომელიმე ხაზს ანიჭებენ უპირატესობას?
The Body Shop 70-მდე ქვეყანაშია და საერთაშორისო მომხმარებლის განსხვავებულ სურვილებზეც კარგად ვიცით — მაგალითისთვის, კანის მოვლის საშუალებები განსაკუთრებით პოპულარული აზიაშია, სუნამოები კი ახლო აღმოსავლეთში. სხვადასხვა ქვეყნის გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რათა დავრწმუნდეთ, რომ შექმნილი პროდუქტი ადგილობრივ მომხმარებელს აკმაყოფილებს.
რა არის შემდეგი ნაბიჯი, რომლის მიღწევაც წელს გინდათ
ხანგრძლივი დაგეგმვის შემდეგ მოხარულები ვართ, რომ ედელვაისის საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდა. საუკეთესოდ გაყიდვადი პროდუქტისთვის სახელის შეცვლით რისკი გავწიეთ, მაგრამ საკუთარ ხედვასთან, როგორც აქტივისტ ბრენდთან მორგება ამად ღირდა. თუ ეს რისკი გაამართლებს და ხალხი, რომელიც სხეულის პოზიტიურად აღქმასა და ინგრედიენტებზე ორიენტირებას აფასებს, მხარს დაგვიჭერს, ჩავთვლით, რომ დიდი მიღწევაა.
დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით თქვენივე თავის უფრო ახალგაზრდა ვერსიას?
მაია ენჯელოუს სიტყვებს გამოვიყენებ — თუ რაიმე არ მოგწონს, შეცვალე. და თუ შეცვლა არ შეგიძლია, საკუთარი დამოკიდებულება შეცვალე.
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები