რუსეთის მოქალაქეს, რომელიც მექსიკაში მექსიკელებს შეურაცხყოფდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ
ფოტო: Alonso Cupul / EPA
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მექსიკის საკურორტო ქალაქის კანკუნის განრისხებული მოსახლეობა შეიჭრა რუსეთის მოქალაქის ბინაში და სასტიკად სცემა მას. ინციდენტის მიზეზი გახდა აღნიშნული პირის მიერ ინტერნეტ სივრცეში მრავალჯერ გამოქვეყნებული ვიდეოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო მის მიერ მექსიკელთა შეურაცხყოფა.
გილერმო ბრამსმა, ბენიტო ხუარესის მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანმა, როიტერსს უთხრა, რომ 42 წლის ალექსეი მაკეევმა სასიკვდილოდ დაჭრა პარასკევს, მის ბინაში შეჭრილი 19 წლის ახალგაზრდა.
ინტერნეტსა და ადგილობრივი მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ასახულია გამძვინვარებული ადამიანები როგორ ამსხვრევენ მაკეევის ბინის ფანჯრებს, კარს უშენენ ჯოხებსა და ქვებს. ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ჩანს სისხლიანი მაკეევი, რომელიც ხალხის თავდასხმისგან ცდილობს თავის დაღწევას. პოლიციამ შეძლო მისი დაცვა თავდასხმისგან და როიტერსის თქმით, ამჟამად იგი პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება.
ვიდეოში, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გამოაქვეყნა და რომელიც გადაღებულია მაკეევის მიერ, ისმის როგორ ეძახის ის მამაკაცს, ბავშვით ხელში, ბინძურ ნაძირალას. მეორე ვიდეოში კი ჩანს როგორ არღვევს ის სანაპიროზე მსხდომი ოთხი ბიჭის წრეს და ფეხით დგება მათ პიცაზე. ზოგიერთი ვიდეო შეიცავს ჰეშტეგს #Lord NaziRuso, ერთ-ერთში კი ჩანს კედელზე დახატული სვასტიკის წინ მდგომი მაკეევი. YouTube-ის ანგარიში, რომელიც მას ეკუთვნის, გაუქმებულია, რადგან მან მრავალჯერ დაარღვია YouTube-ის აკრძალვა სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით.
დაუზუსტებელია, რა დროის განმავლობაში იმყოფებოდა მაკეევი მეექსიკაში, მაგრამ კანკუნის ტურისტული კომპანიის, Aquaworld-ის განცხადებაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თანამშრომლობა მასთან 2015 წლის ნოემბერში, აგრესიული ქმედების გამო შეწყდა..
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები