პაროლების ეპოქა სრულდება — რითი დავიცავთ თავს ციფრულ სამყაროში?
პაროლების გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი მათი უსაფრთხოების ხარისხის გაუარესებაა
1960 წელს MIT-ის პროფესორმა, ფერნანდო კორბატომ, გამოიგონა საშუალება, რომლითაც ადამიანებს ციფრულად საკუთარი კომპიუტერების, ფაილების დაცვა შეეძლოთ. ეს ინოვაცია იყო პაროლი. წლების განმავლობაში ამ საშუალებამ ავთენტიფიკაციის ყველა სხვა გზა ჩაანაცვლა და ფაქტობრივად ყველგან ყველაფრის დაცვის სტანდარტული მეთოდი გახდა.
თუმცა პაროლს ყველა სიკეთესთან ერთად აქვს მნიშვნელოვანი მოწყვლადობებიც — შესაძლებელია მისი მოპარვა, ამოცნობა ან გამოძალვა. თუმცა უმეტეს შემთხვევებში მისი გატეხვის მიზეზი ადამიანთა მიერ სუსტი პაროლის დაყენებაა (უარესი, ხანდახან მათი თავიდან გამოყენება).
პასვორდის მართვის ორგანოებს, როგორებიცაა Dashlane და 1Password, შეუძლიათ თქვენი სუსტი პაროლების ჩანაცვლება, თუმცა დღეს უსაფრთხოების საკითხი სხვაგვარად დგას — პაროლები სრულად უნდა ჩანაცვლდეს.
ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Okta, Duo, Google, მომხმარებლებს აპლიკაციებსა და ციფრულ მომსახურებაზე წვდომას უკვე პაროლის შეყვანის გარეშე სთავაზობენ. Apple-ის სახის ამომცნობი სისტემა ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის მთავარ საშუალებად იქცა. Microsoft-მა 2021 წლის მარტში გამოაცხადა, რომ მისი მომხმარებლების ნაწილი უკვე პაროლის გარეშე შეძლებს სერვისებით სარგებლობას, სექტემბერში კი მათ ადამიანებს პაროლების წაშლისკენ მოუწოდეს. და რითი ჩანაცვლდა ავთენტიფიკაციის სტანდარტული მეთოდი?
მსგავსი მეთოდები, ალბათ, თავადაც გამოგიყენებიათ. როდესაც რომელიმე აპლიკაციაში შედიხართ, ნაცვლად პაროლისა, ის გთხოვთ, რომ შეიყვანოთ კოდი, რომელიც თქვენ გადმოგეგზავნათ, ან დააჭიროთ ლინკს, რომელიც მეილზე მოგივიდათ, ან უფრო მარტივი — აწიოთ მობილური სახესთან. ამგვარად ადამიანებს აღარ სჭირდებათ სიმბოლოების რთული კომბინაციის მოფიქრება და მათი დამახსოვრება. ავთენტიფიკაციის ახალი მეთოდები მეტად მარტივი და უსაფრთხოა.
კომენტარები