ვოლოდიმირ ზელენსკი

13 Aug. 2022, 13:08

ყველაფრის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა გააკეთეს უკრაინაში, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ — როგორც ტერორისტულ სახელმწიფოსთან. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა გადაწყდეს დამოკიდებულება რუსეთის მოქალაქეების მიმართ. მადლობას ვუხდი ჩეხეთს, ბალტიისპირეთის და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც ევროპაში ოფიციალურ დონეზე გაიტანეს დისკუსია ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ვიზების საკითხზე.

რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ დაცვა, ვისაც რუსეთში დევნიან, შესაძლოა, მოკლან კიდეც, მათ უნდა მიიღონ დახმარება ცივილიზებული სამყაროსგან. ამისთვის არის ცნობილი სამართლებრივი მექანიზმები — ლტოლვილების მეშვეობით, თავშესაფრის მოთხოვნით, დახმარებისა და მხარდაჭერის სხვა შესაძლებლობებით. მაგრამ ეს მათთვის, ვინც იბრძვის, მათთვის, ვისაც დევნიან და ეს არ უნდა ეხებოდეს რუსეთის მოქალაქეების დასვენებას ევროპაში, ტურიზმს, გართობას, ბიზნეს საქმეებს. ტერორისტულ სახელმწიფოზე მუშაობა არ შეიძლება...

პირველ რიგში, უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები, ტერორისტი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ვერ გამოიყენებენ შენგენს. მეორეც, ჩვენ არ უნდა გავანადგუროთ ევროპის იდეა, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები — არ შეიძლება ევროპას სუპერმარკეტად იქცეს, სადაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ შედის და მთავარია, ადამიანმა უბრალოდ საქონლის გადაიხადოს.

ამიტომ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები სამართლიანია. ევროპული ღირებულებების ყველა დამცველმა ეს დაჟინებით უნდა მოითხოვოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…