ნიკა მელია

31 Jul. 2022, 23:53

შესაძლებელია დასრულდეს პოლარიზაცია? შეუძლებელია, დასრულდეს პოლარიზაცია ბიძინა ივანიშვილის პირობებში. არც დასრულდება, მე არ მინდა, მოვატყუო მაყურებელი. არ დასრულდება პოლარიზაცია, მხოლოდ გაღრმავდება პოლარიზაცია და რატომ? ვინაიდან პოლარიზაცია არის ორ მხარეს შორის — ერთ მხარეს ვართ ყველანი ჩვენ ქართველები, სხვადასხვა ნაირები, მაგრამ ერთ იდეით, ევროპული იდეა. მეორე მხარეს არის მიტაცებული ხელისუფლების ავტორი და სულის ჩამდგმელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მიათრევს ყველას და ყველაფერს იმპერიულ წიაღში. ჩვენ გვინდა, რომ წავიდეთ დასავლეთის წიაღში. ბუნებრივია, არის ეს ძალიან განსხვავებული კონტრასტი ღირებულებითი, იდეოლოგიური.

როგორ არ იქნება პოლარიზაცია? იქნება და უნდა იყოს კიდევაც. პოლარიზაცია იმ შემთხვევაში არ იქნება, თუ ერთი მხარე დამარცხდება — დამარცხდება ჩვენი მხარე? აუცილებლად აღმოიფხვრება პოლარიზაცია. დამარცხდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ამ გზაზე? აუცილებლად აღმოიფხვრება პოლარიზაცია. ან ჩვენ უნდა ვთქვათ უარი ევროინტეგრაციაზე, ან ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ინტეგრაციაზე. აქ ფრე არ იქნება. დასრულდება პოლარიზაცია, ამაში დაგეთანხმებით, მაგრამ ერთ-ერთის დამარცხების შედეგად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი — არც თუ ისე საყვარელი…