მეცნიერებმა იუპიტერის შტორმების ახალი მომნუსხველი ფოტოები მიიღეს
კოსმოსური ზონდის Juno-ს მიერ ჩვენთვის მოწოდებულმა იუპიტერის პოლუსების ფოტოებმა ყველა გაგვაოცა და მოგვნუსხა.
ჩრდილოეთ პოლუსის ბოლო ფოტოებს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რატომაც: მბრუნავი ჰაერის უზარმაზარი მასები, რომლებიც შორიდან თითქოს უძრავი და წყნარი ჩანს, რეალურად დიდი სიჩქარით მოძრაობენ.
ფოტო გადაღებულია Juno-ს 43-ე გაფრენის დროს (5 ივლისს), როდესაც ის მზის სისტემის გიგანტ პლანეტას 25 100 კილომეტრზე მიუახლოვდა. იუპიტერის ღერძის ორიენტაციის გამო მისი პოლუსები ჩვენთვის უმეტეს შემთხვევებში უხილავია, ამიტომ მეცნიერები ამ პლანეტის შესწავლისას ზუსტად Juno-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობიან.
ფოტოზე, რომელიც ზემოთაა გამოსახული, პლანეტა შედარებით მშვიდი ჩანს, მაგრამ როდესაც მასშტაბს ზრდით, ამჩნევთ, რომ პლანეტაზე მძვინვარე ამინდია.
"ეს ძლიერი შტომები სიმაღლეში დაახლოებით 50 კილომეტრია, სიგრძეში კი ასობით კილომეტრია", — თქვა JPL NASA-ს სპიკერმა.
"იმის გაგება, თუ როგორ ფორმირდებიან ეს უზარმაზარი შტორმები, იუპიტერის ატმოსფეროსა და პლანეტის სხვა ატმოსფერული მახასიათებლების ჩამოყალიბებაში სითხეების დინამიკისა და ღრუბლების ქიმიის შესწავლაში გვეხმარება. მეცნიერებს ყველაზე მეტად ამ უზარმაზარი ქარის მასების განსხვავებული ფორმები, ზომა და ფერი აინტერესებთ".
იუპიტერის თითოეულ პოლუსს შტორმების თავისუბური განლაგება აქვს. სამხრეთ პოლუსს აქვს, უფრო სწორედ, ჰქონდა ექსვი ციკლონი, თითოეულის ზომა კონტინენტური ამერიკის ზომებს უტოლდება. ერთი ცენტრში იყო და დანარჩენი ხუთი მის გარშემო საათის ისრის მიმართულებით ტრიალებდა.
Juno-ს ფრენებს შორს მეცნიერებმა მალევე მეშვიდე შტორმიც აღმოაჩინეს. შესაბამისად პენტაგონი (ხუთკუთხა შტორმი) ჰექსაგონად იქცა. ეს განსხვავდება სატურნის ჩრდილოეთ პოლუსის ჰექსაგონისგან, რომელიც რეალურად ერთი შტორმია, რომელსაც ხუთკუთხედის ფორმა აქვს.
ჩრდილოეთ პოლუსი უფრო უცნაურია: იქ მეცნიერებმა ცხრა შტორმი აღმოაჩინეს, რვა ერთის გარშემო საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნავდა. და ორივე პულუსის მაღალი სიხშირის რეგიონებში მბრუნავ შტორმებზე ქარის კიდევ სხვა მასები ბრუნავს.
Juno-დან მოწოდებული მონაცემებით მეცნიერებმა დაადგინეს მექანიზმი, რომლითაც ეს შტორმები ერთმანეთისგან განცალკევებით რჩებიან და ერთ დიდ მეგაშტორმად არ ფორმირდებიან, როგორც სატურნზე მოხდა. ის ცვლილებები, რომლესაც მეცნიერები Juno-ს ფრენებს შორის აფიქსირებენ, იუპიტერის ამინდების გაგება მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რიგით მოქალაქეებსაც, რომელთაც აინტერესებთ მსგავსი საკითხები, შეუძლიათ ჩაერთონ კვლევაში. მაგალითად, ზედა ფოტო Juno-ს ნედლ მასალაზე დაყრდნობით მოყვარულის მიერაა გამოყვანილი. თუ თქვენც გინდათ, სცადოთ Night Magazine-ზე BBC's Sky-ში დეტალურადაა ყველაფერი ახსნილი. Juno-ს ნედლი მასალის ნახვა კი შეგიძლიათ აქ.
მოყვარულებს ასევე შეუძლიათ დახმარება ციკლონების იდენტიფიცირებასა და კლასიფიცირებაშიც (ამისათვის გამოიყენეთ Zooniverse's Jovian Vortex Hunte). ეს ზუსტად ის საშუალებაა, რომელსაც კოსმოსის მეცნიერები იყენებენ კვლევებში.
კომენტარები