თამარ ტალიაშვილი

21 Jul. 2022, 12:38

ნედ პრაისის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ ის, რომ ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამერიკა არის საქართველოს მეგობარი და ის გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მომავალში. [...]

ისეთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადებები, როგორიც არის ნედ პრაისი, თავისუფალი და განვრცობითი ინტერპრეტაცია არ მოხდეს, ამან მხოლოდ შეიძლება დააზიანოს პროცესები. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ყველა, ვინც არის საქართველოს მეგობარი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, უფრთხილდება საქართველოს და ამერიკის თანამშრომლობას.

ასე ფიქრობს ქართული ოცნების დეპუტატი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კრიტიკულ განცხადებაზე. ბრიფინგის დასაწყისში, ჟურნალისტების კითხვებამდე ნედ პრაისმა თქვა, რომ ელჩ კელი დეგნანზე დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. მანვე აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა მოსახლეობის ევროინტეგრაციის მიზნიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…