როგორ ცდილობენ პრორუსული ჯგუფები ომის გავრცელების საფრთხით შიშის გაღვივებას
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, როგორც მმართველი გუნდისგან, ასევე ღიად პრორუსული აქტორებისგან საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების ახალი ტალღების გავრცელება დაიწყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: GRASS-მა კვირის დაიჯესტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობა ანტდასავლურ ჯგუფებთან უნისონში აკრიტიკებდა ოპოზიციას და დესტაბილიზაციაში ადანაშაულებდა.
- მაგალითად, კობახიძე ამბობდა, რომ ევროკავშირში "არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ".
- მმართველი გუნდი ამტკიცებდა, თითქოს ასოცირებულ ტრიოში სხვებს ვჯობივართ.
- ასევე აჟღერებენ ანტიდასავლურ ნარატივს, თითქოს სტატუსის მისაღებად მსხვერპლია საჭირო.
- ქართული ოცნებიდან "წასულებიდან" კი გვესმის შეთქმულების თეორია, თითქოს ევროპა მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.
დეზინფორმაცია მეორე ფრონტის გახსნაზე: ანტიდასავლური ჯგუფები ცდილობენ, კანდიდატის სტატუსის არმიღება ახსნან იმით, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი.
- Facebook-ის მომხმარებლებიამტკიცებენ, ამტკიცებენ, თითქოს ევროკავშირის ერთადერთი პირობა საქართველოს მიმართ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა.
- ანტიდასავლურმა მედია საქართველო და მსოფლიომ გამოაქვეყნა ინტერვიუ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტ ლევან ადეიშვილთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივამ საქართველო 2008 წელს რუსეთთან ომში გახვია.
- დეზინფორმაციას ავრცელებენ ოპოზიციურ პარტიებზეც — პრორუსული ჯგუფები წერენ და აზიარებენ განცხადებებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მეორე ფრონტს გახსნის და დაუყოვნებლივ დაიწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტის ქართული იდეის ლიდერმა, ლევან ჩაჩუამ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა. ის ჰომოფობიური მოტივით ამტკიცებს, თითქოს პრაიდისკვირეული პროვოკაციული პროცესია, რომელიც მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციის დაწყებასა და ქართული მაიდანისთვის ნიადაგის მომზადებას ისახავს.
- ასევე, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში ომის პროვოცირებას, რათა რუსეთთან "გეოპოლიტიკურ სავაჭრო მაგიდაზე მეტი საკითხი იყოს".
- პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ კი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება პროპაგანდისტული მანიპულაციისთვის გამოიყენა და განაცხადა, რომ დასავლეთმა ევროკავშირის წევრობის ცრუ დაპირებით უკრაინა ჯოჯოხეთში გამოატარა.
რეალურად, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და რამდენიმე რეკომენდაცია მისცა: გაერთიანდეს პოლიტიკურად, შეიმუშავოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ, აიღოს დეოლიგარქიზაცის ვალდებულება.
- ევროპარლამენტარებმა კი განაცხადეს, რომ არავინ ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას და საჭიროა, მთავრობამ EU-ის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს.
- ამაზე ისაუბრა აშშ-ის ელჩმაც და განაცხადა, რომ აშშ არ ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში საქართველოს ჩათრევას და ეს FSB-ს დეზინფორმაციაა.
- მანვე აღნიშნა, რომ რუსეთია ის, ვისაც თქვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, ქვეყნის მეგობარი კი დასავლეთია.
სტრიქონებს შორის: მაშინ, როცა პრორუსული პროპაგანდა აქტიურად აღვივებს ანტიდასავლურ ნარატივებს, სახელისუფლებო გუნდის განცხადებები დამატებით არგუმენტად აღიქმება.
- არის სხვა შემთხვევებიც, როცა კრემლისტური ჯგუფებისა და მმართველი გუნდის განცხადებები ომსა და ევროინტეგრაციაზე ერთმანეთს ემთხვევა.
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
კომენტარები