კელი დეგნანი

30 Jun. 2022, 12:28

ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა — აშშ არ ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში საქართველოს ჩათრევას, აშშ-ს არ უნდა, რომ ამ ომის ნებისმიერი სახით გაფართოება იხილოს, აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიული, სასტიკი ომი წამოიწყო და პუტინია ის, ვისაც ამ ომის შეჩერება შეუძლია. 

აშშ, ევროპა და საქართველოს მეგობრები, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასახმარებლად, ამას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთია ის, ვისაც თქვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, რუსეთია ის, ვინც თქვენი ენის განადგურებას ცდილობდა, რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები და მათ ცხოველთა სადგომებად იყენებდა.

თუ არსებობს რაიმე შეკითხვა, რუსეთის საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობაზე, შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ ადმინისტრაციულ საზღვარს და ნახოთ. თქვენი მეგობრები არიან აშშ-სა და ევროპაში, ეს არის გზა, რასაც მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება

სამშაბათს, 6 ოქტომბერს გამართულ მსვლელობებში, საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე კანიდან დაწყებული — სამხრეთით…