ანდრეი კასიანოვი

24 Jun. 2022, 17:48

ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე 30 წელი მიდიოდა უკრაინა. უკრაინელი ხალხი ამისთვის გამოვიდა მაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის. 120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას. უკრაინელები ახლა ყოველ დღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის.

უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელიც უკვე იცვლება, ევროკავშირი იცვლება. ის იქნება უფრო ძლიერი, ის იქნება უფრო მზარდი, იმისათვის რომ დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას საკუთარი ღირებულებები, იქნება უფრო ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე გლობალურ განზომილებაში. არ იქნება დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე და უფრო სწრაფად შეძლებას გამოწვევებსა და საფრთხეებზე რეაგირებას.

ამბობს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული. მმართველი პარტიიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი ავანსად მიანიჭეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  4. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  5. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ