რა პირობებშია რუსი ბლოგერი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში — ომბუდსმენი შსს-ს მიმართავს
ფოტო: eng.kavkaz-uzel.eu
სახალხო დამცველის განცხადებით, ინსა ოგუზი მინიმალური კომფორტის გარეშე იმყოფება და აქვს მაღალი ტემპერატურა. ის შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მისცეს ოგუზს უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა, უზრუნველყონ მისთვის ღირსეული საარსებო პირობები და დაუყოვნებლივ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბლოგერს რუსეთში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ქვეყნიდან გამოიქცა.
- ის საერთაშორისო თავშესაფარს ითხოვს, თუმცა შსს-მ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა.
ომბუდსმენის განცხადებით, ინსა ოგუზი 13 ივნისიდან სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების გამშვებ პუნქტში არასათანადო პირობებშია.
- მისივე თქმით, 15 ივნისს საზღვართან მისულ რწმუნებულს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ოგუზის მონახულების შესაძლებლობა არ მისცეს, რაც ომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლაა;
- სახალხო დამცველის წარმომადგენელი მას ტელეფონით დაუკავშირდა და შეიტყო, რომ არ აქვს წვდომა ჰიგიენის საშუალებებზე;
- ამასთან, ინსას თქმით, თავშესაფრის მოთხოვნასთან ერთად რუსეთში დაბრუნების საფრთხეებზე ისაუბრა, თუმცა არ გადაამისამართეს მიგრაციის დეპარტამენტში, კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის დასაწყებად.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიმღები ქვეყნის ვალდებულება გაძევებისგან დაცვასთან დაკავშირებით.
- საერთაშორისო კონვენციების და ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არც ერთმა მხარე-სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს პირის გაძევება, დაბრუნება ან ექსტრადიცია, როცა არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ მის მიმართ შესაძლოა გამოიყენონ წამება ან ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევა.
- მისივე თქმით, მოცემულ საქმეზე უნდა გაითვალისწინონ რუსეთში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ა.შ.
ვინ არის ინსა ლანდერი: OVD Info-ს ცნობით, რუსი ბლოგერი თვეების განმავლობაში გამოძიებას ატარებდა ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაჟონვაზე.
- წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი ტერორისტული საქმიანობისთვის დახმარებისთვის ედება, თუმცა OVD Info-ს განცხადებით, რეალურად გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს.
- ლანდერს შინაპატიმრობა 2022 წლის თებერვალში შეუფარდეს. მედია მასზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლები მასზე ზეწოლას ცდილობდნენ და თუ დანაშაულს აღიარებდა, გაათავისუფლებდნენ.
შსს ამბობს, რომ ბლოგერს საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ეთქვა.
- მათი თქმით, თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს შეიძლება, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით.
- "მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშაულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა".
თუმცა, ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ სამინისტროს განცხადება ოგუზის მიწოდებულ ინფორმაციას და გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა და არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ შესაძლებელია ამ საქმის უკან მისი ჟურნალისტური და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა იდგეს.
ლიეტუვა მზადაა, რომ ინსა ლანდერი ვილნიუსში გადაიყვანოს. ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ ისაუბრა.
- ომბუდსმენის განცხადებით, ეს გარემოება შსს-ს ანიჭებს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაძლებლობას, გააძევოს ინსა ოგუზი მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში.
- ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ პირის მოქალაქეობის ქვეყანაში გაძევების შედეგად, მის მიმართ შესაძლო წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
კომენტარები