საქართველოს ბანკისა და ნაბეღლავის მხარდაჭერით, სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, იდეათეკების პროექტის განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
ბანკისა და მისი პარტნიორი კომპანიის, ნაბეღლავის, ასევე, ქართული წიგნის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა გაიხსნა. ამიერიდან, მოსწავლეები შეძლებენ ისარგებლონ იდეათეკაში განთავსებული, ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო 900-მდე დასახელების წიგნით, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შერჩეული თანამედროვე ლიტერატურით, ინტერნეტით, პროექტორით, კომპიუტერებით და ა.შ.
"დღეს კიდევ ერთი იდეათეკა გავხსენით და ვხვდები, რომ წარმატებით ვახორციელებთ იმ მიზანს, რომელიც პროექტის დასაწყისში დავისახეთ. ჩვენი მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო რეგიონების საჯარო სკოლებისთვის, მოსწავლეებისთვის ყველა ის საჭირო საგანმანათლებლო რესურსი უზრუნველეყოთ, რაც მათი განვითარებისთვის, პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვისაა აუცილებელი. სასიამოვნოა იმის გააზრება რომ უკვე 7 რეგიონის 11 სკოლაში მოსწავლეებს აქვთ სივრცე, სადაც შეძლებენ იკითხონ, ისწავლონ, განვითარდნენ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა. პედაგოგებს კი აქვთ შესაძლებლობა, საგაკვეთილო პროცესი ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახადონ. აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში ეს უკვე მესამე იდეათეკაა, რომელიც, მჯერა, რომ რეგიონში საინტერესო ღონისძიებების ჩატარების ადგილად იქცევა და მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფერში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იდეათეკების პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში 6 000-ზე მეტ მოსწავლეს მიენიჭა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო ისეთ რესურსებზე, როგორებიცაა: ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.
ამ ეტაპზე, იდეათეკები გახსნილია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში — დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში; სოფელ დუისში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლაში, თბილისის №146, ამბროლაურის №1 და ოზურგეთის მ№4 საჯარო სკოლებში, ახალქალაქის №3 სკოლაში, ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში და უკვე სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაშიც.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები