მიხეილ სააკაშვილი

7 Jun. 2022, 17:48

ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის, ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერს. მინდა ყველას ვუთხრა, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის, დემოკრატიულად არჩეული და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი.

რაც შემეხება მე — მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და წარმოუდგენელია, ძალიანაც რომ მოვინდომო, შევძლო რაიმე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა. მითუმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად — მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო…