გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ვოლვო ქარ საქართველომ მინი შოურუმი წარადგინა
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნად ვოლვო ქარ საქართველომ ღონისძიება გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი გარემოს დაცვასა და პლანეტაზე ზრუნვის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. შვედური ბრენდისთვის მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე ვოლვოს ახალი მინი შოურუმის პრეზენტაცია გაიმართა. ღვინის ქარხანაში ვოლვოს მინის კუბში სტუმრებმა ქროსოვერი XC90 Plug-in ჰიბრიდი იხილეს.
"ვოლვოს, როგორც ლიდერს უსაფრთხოების საკითხებში, მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენს პლანეტასა და გარემოზე ზრუნვაა. გვაქვს ამბიცია, ვიყოთ მდგრადი საავტომობილო ბრენდი და მინიმალური ზიანი მივაყენოთ გარემოს. ვოლვოს გლობალური გეგმაა, 2040 წლისთვის სრულად კლიმატნეიტრალურები გავხდეთ. ამისთვის ძალიან დიდი გზაა გასავლელი და გვესმის, რომ საჭიროა, ცვლილებები მოხდეს მთელ მიწოდების ჯაჭვში. ჩვენ, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, მაქსიმალურად ვცდილობთ ფლაგინ ჰიბრიდების პოპულარიზაციას და მიხარია, რომ გაყიდვების დიდი წილი სწორედ ამ ეკომეგობრულ ავტომობილებზე მოდის", — აცხადებს ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი, გაგა კოხრეიძე.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მედიამხარდამჭერი National Geographic Magazine — საქართველო იყო. შეხვედრაზე ჟურნალის ივნისის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხება.
"National Geographic ხშირად წერს გარემოსდაცვით საკითხებზე და მკითხველს პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კარგად ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას და გავიაზროთ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სასიკეთო ცვლილებების მოხდენა", — აღნიშნა National Geographic Magazine - საქართველოს მთავარმა რედაქტორმა, ნათია ხულუზაურმა.
ღონისძიების დასასრულ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ გარემოს გლობალურ საფრთხეებსა და ლოკალურ გამოწვევებზე მოკლე მოხსენება წაიკითხა და ყურადღება გარემოსდაცვით აქტივობებზე გაამახვილა.
"გარემოს დაცვის მსოფლიო დღის 2022 წლის სლოგანია მხოლოდ ერთი დედამიწა. მთავარი მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება და ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთ ცხოვრების წესზე გადასვლის შესაძლებლობა. მთავარია გვახსოვდეს, რომ ხშირ შემთხვევაში გარემოს აღდგენაზე გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია იმ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, რომლის შედეგადაც მოხდა გარემოს დეგრადაცია. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება", — განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილმა.
ღონისძიებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, ღია სივრცეში გამოფენილი იყო შვედური ბრენდის საიმიჯო ფოტოები და ფრაზები ვოლვოს სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვოლვოს ახალი, SUV XC60 Plug-in ჰიბრიდი და სრულად ელექტრიფიცირებული XC40 ტესტდრაივზე გამოეცადათ.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?


კომენტარები