რომელია შენი საყვარელი ჩაის არომატი? – აღმოაჩინე დილმას გემოები
ფოტო: ევროპროდუქტი
დღეს ჩაის საერთაშორისო დღეა. დღევანდელ დღეს მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს ამ ძვირფასი სასმლის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და იმ განუზომელ სარგებელს, რაც მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის მოაქვს. ამიტომ, გვინდა, ამ დღეს ჩაის მოყვარულებს უმაღლესი ხარისხის ცეილონის ჩაი დილმა და მისი მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაგაცნოთ. ბრენდი ჩაის მოყვანისა და დამუშავების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს აერთიანებს და სუფთა გემოების გარდა, ქმნის სხვადასხვა სიძლიერის, გემოებისა და არომატების მქონე ჩაის ტიპებს.
ჩვენ დაგეხმარებით დილმას ახალი გემოების აღმოჩენაში და გაგიზიარებთ მათ მოხმარებასთან დაკავშირებული რჩევებსაც, რომლებიც ცეილონის ჩაის სამშობლოდან, შრი-ლანკიდან მივიღეთ.
ცეილონის შავი ჩაის სუფთა გემოები
ფოტო: ევროპროდუქტი
თუ უპირატესობას შავი ჩაის სუფთა გემოს ანიჭებთ, მაშინ დილმას თქვენთვის ორი არჩევანი აქვს – Perfect Ceylon Tea და English Breakfast.
Perfect Ceylon Tea არც ძალიან ძლიერია და არც ძალიან მსუბუქი. ის დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ და მისი დახმარებით აღიდგინოთ ძალები ან განიტვირთოთ. English Breakfast კი ძლიერი შავი ჩაია, რაც იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია დილით მიირთვათ, რადგან იდეალურია გამოსაფხიზლებლად და დღის ენერგიულად დასაწყებად.
ფოტო: ევროპროდუქტი
შრი-ლანკაში გვირჩევენ, რომ დილმას ცეილონის შავი ჩაის სუფთა გემოს კიდევ უფრო გასამდიდრებლად, გემოვნების მიხედვით, პიტნის ცოცხალი ფოთლები, ჯანჯაფილი, ლიმონი და თაფლი გამოვიყენოთ. ასევე, ამბობენ, რომ შავი ჩაი განსაკუთრებით უხდება ხორციან კერძებსა და ყველს.
შავი ჩაი და ციტრუსის არომატები
ფოტო: ევროპროდუქტი
Earl Grey ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩაის ტიპია, რომელიც ჩაისა და ბერგამოტის არომატის კომბინაციით იქმნება. თუ თქვენც გიყვართ ეს კომბინაცია, მაშინ, დილმას Elegant Earl Grey-ც უნდა დააგემოვნოთ. მასში იდეალურადაა შეხამებული ცეილონის შავი ჩაი და ციტრუსის არომატი და აქვს მდიდარი და გამოკვეთილი გემო. Elegant Earl Grey საშუალო სიძლიერისაა. განსაკუთრებით ის ცხარე კერძებს, ხორცსა და შავ შოკოლადს უხდება.
ფოტო: ევროპროდუქტი
ჩაისა და ციტრუსის კომბინაციის მოყვარულებს დილმა სთავაზობს ფორთოხლის არომატით გამდიდრებულ სამეფო ჩაისაც. Valley of King Ceylon Pekoe ნედლი ფოთლებისგან მზადდება, არის მსუბუქი და თავისუფლად შეგიძლიათ საღამოსაც მიირთვათ. შრი-ლანკაში ამბობენ, ის დადებითად მოქმედებს განწყობაზეც და მის გაუმჯობესებაში გვეხმარება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ Valley of King Ceylon Pekoe არაჩვეულებრივად ანეიტრალებს ნამცხვრებისა და საკონდიტრო ნაწარმის სიტკბოს.
შავი ჩაისა და კენკრის კომბინაცია
ფოტო: ევროპროდუქტი
თუ კენკრაც გიყვართ და ჩაიც, მაშინ დილმას Berry Sensation თქვენთვისაა. შავი ჩაი, მარწყვი, მოცვი და ჟოლო იდეალურ კომბინაციას ქმნის და გემოს განსაკუთრებით დასამახსოვრებელს ხდის. Valley of King Ceylon Pekoe-ს მსგავსად, Berry Sensation-ც მსუბუქია და იდეალურია საღამოს დასალევად. ასევე, მისგან შეძლებთ გემრიელი ცივი ჩაის დამზადებასაც. განსაკუთრებით უხდება შავ შოკოლადსა და საკონდიტრო ნაწარმს.
მწვანე ჩაის სუფთა გემო და ჟასმინის არომატი
ფოტო: ევროპროდუქტი
მათ, ვისაც ნამდვილი და სუფთა მწვანე ჩაის გემო უყვართ, დილმა Ceylon Green Tea-ს სთავაზობს. ის არ შეიცავს სხვა მცენარეებისა თუ ხილის არომატებს და აქვს ჩაის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ოდნავ მოტკბო გემო. მათ კი, ვინც არც სხვა არომატებით გაჯერებულ მწვანე ჩაიზე ამბობს უარს და სურნელებასაც ანიჭებს უპირატესობას, მაშინ Fragrant Jasmine Green Tea უნდა გასინჯონ. მწვანე ჩაის ჟასმინის ყვავილის ფურცლები ზომიერად მოტკბო და რბილ გემოს სძენს.
ფოტო: ევროპროდუქტი
Ceylon Green Tea-სა და Fragrant Jasmine Green Tea-ს დალევას ჭამისას ან მის შემდგომ გვირჩევენ, რადგან ისინი საკვების მონელებაში გვეხმარებიან. ორივე მათგანი კი განსაკუთრებით სალათებსა და ზღვის პროდუქტებს უხდება.
ფოტო: ევროპროდუქტი
დილმას ჩაის ძირითადი ასორტიმენტს გაცნობის შემდეგ, ისღა დაგვრჩენია მიგასწავლოთ ადგილიც, სადაც მათ შეძენას შეძლებთ. დილმა ხელმისაწვდომია ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში და მსხვილ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში გვეღობება წინ იტალია და საფრანგეთი ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში გვეღობება წინ იტალია და საფრანგეთი
გადახედვა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
კომენტარები