რუსეთში ალკოჰოლის მიწოდება შეწყდა — სავარაუდოდ, ეს ჰაკერულ შეტევას უკავშირდება
ტექნოლოგიურ ბლოგის Bleeping Computer მიხედვით, ვრცელდება უწყებები იმის შესახებ, რომ DDoS შეტევების გამო ალკოჰოლის გამყიდველები ვეღარ შედიან პორტალზე, რომელსაც რუსეთის მთავრობა ალკოჰოლის მიწოდებისათვის იყენებდა. DDoS შეტევა საიტზე მიზანმიმართული თავდასხმაა, რომლის დროსაც მასზე ბევრჯერ სტუმრობით სერვერის გადატვირთვას ცდილობენ.
ალკოჰოლის შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რუსული მედია Vedomosti საუბრობს.
"ფართომასშტაბიანი შეფერხების გამო ქარხნები ალკოჰოლის ცისტერნებს ვეღარ იღებენ, კლიენტებს, მაღაზიებსა და დისტრიბუტორებს კი არ მიეწოდებათ დასრულებული პროდუქტები, რომლებიც უკვე გაიგზავნა მათთან", — ვკითხულობთ უწყებაში.
Bleeping Computer-მა აღმოაჩინა ისიც, რომ უკრაინის IT არმიას, ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც რუსულ კიბერ-ინფრასტრუქტურაზე შეტევებს აორგანიზებს, ალკოჰოლის მიწოდებისათვის განკუთვნილი პორტალი შესაძლო სამიზნეების სიაში ჰქონდა.
Vedomosti, სხვა რუსული მედია ორგანიზაციების მსგავსად, რუსული მთავრობის ერთგულია, ამიტომაც შესაძლოა, უბრალოდ ცილს სწამებდეს უკრაინელ ჰაკერებს იმისათვის, რაც არ ჩაუდენიათ. შესაძლებელია ისიც, რომ ადგილი მართლაც DDoS შეტევას ჰქონოდა, თუმცა, თუ ქვეყანაში დეზინფორმაციის ტალღას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ ვებსაიტები სხვა, თუნდაც თავად სახელმწიფოში არსებული ხარვეზების გამო გაითიშა.
კომენტარები