დინოზავრების განადგურების შემდეგ, ადამიანები ახლა დედამიწაზე ყველაზე დიდ ოკეანურ გადაშენებას იწვევენ
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბოლო 66 მილიონი წლის განმავლობაში, ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია, ოკეანეში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმები ახლა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე იმყოფებიან.
მოხსენების ავტორებმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან პრესრელიზში აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნახშირორჟანგის ემისიები არ შემცირდება, ტროპიკულ ზონებში ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ბიომრავალფეროვნების კარგვას ვიხილავთ, პოლარულ რეგიონებში კი — მათ მასობრივ გადაშენებას. მეცნიერების თქმით, წყლის ბინადრების გადაშენებას წყალში ჟანგბადისა და საკვების შემცირება გამოიწვევს და ტემპერატურის მატებასთან ერთად ისინი ცხელ წყალში მოიხარშებიან.
"სათბურის აირების ემისიების მატების შედეგად, ოკეანეების დათბობასთან ერთად, ბიომრავალფეროვნება, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იმ დონემდე შემცირდეს, რაც დინოზავრების გადაშენების შემდეგ არ დაფიქსირებულა", — წერია რელიზში.
აღმოჩენა ერთგვარი ექოა მეცნიერების პროტესტისა, რასაც ისინი მთავრობებს კლიმატის ცვლილების მიმართ უმოქმედობის გამო უცხადებენ.
თუმცა, მკვლევრებს ოდნავ კარგი სიახლეც აქვთ: მათი თქმით, გადაშენების ყველაზე ცუდი სცენარების თავიდან ასაცილებლად ცოტა დრო კიდევ გვაქვს.
შესაძლოა, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საკმარისად სწრაფად არ ვმოქმედებთ, მაგრამ სუფთა ენერგიაზე გადასვლის მცდელობა იზრდება და იმედი ვიქონიოთ, რომ კვლევის პროგნოზის მართებულობის შემოწმება არ მოგვიწევს.
კომენტარები