"ქალის და კაცის საქმე არ არსებობს", — მამების სკოლის მონაწილე სტერეოტიპების მსხვრევას ცდილობს
ბავშვის მოვლა, საჭმლის მომზადება, ჭურჭლის რეცხვა — სამწუხაროდ, მსგავსი საქმიანობები საქართველოში, უმეტესად, ჯერ კიდევ მხოლოდ ქალებთან ასოცირდება. კაცების უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია, რომ საოჯახო საქმეების გადანაწილება შესაძლებელია. არსებობენ გამონაკლისებიც, თუმცა, დამკვიდრებული სტერეოტიპების გათვალისწინებით, საზოგადოებასა და მეგობრებთან ამის აღიარება მათაც უჭირთ.
ცხოვრების რადიკალურად შეცვლა ვერც დათო ცომაიას წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი ცოლი ოჯახში საქმეებს აქამდეც თანაბრად ინაწილებდნენ, ფიქრობს, რომ მაინც თავქარიანი იყო, პასუხისმგებლობები სათანადოდ გააზრებული არ ჰქონდა და გარკვეულ საკითხებზე აბსტრაქტული წარმოდგენები ჰქონდა.
ახლა დათოს და ენეკს 6 თვის ესმა ჰყავთ. ერთად ზრდიან ისე, რომ ყურადღება არც ბავშვს მოაკლონ და დრო საკუთარი საქმეებისთვისაც დარჩეთ. ახალ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში დათოს მამების სკოლის პროექტი დაეხმარა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.
კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.
"ადრე ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტში ვეძებდით. არ ვიცოდი, მსგავსი პლატფორმა თუ არსებობდა, სადაც შემეძლო მისვლა, კონკრეტულ საკითხებზე პროფესიონალთან გასაუბრება. შემდეგ მამების სკოლის შესახებ გავიგე. პროექტი მიზნად ისახავდა, ეჩვენებინა, რომ სტერეოტიპები ხშირად მცდარია და, ზოგადად, ქალის და კაცის საქმე არ არსებობს. ბევრი ახალი რამ გავიგე, მათ შორის, ისეთ საკითხებზეც, რაც ვერ წარმომედგინა რომ ჩემი გასაკეთებელი იყო", — განმარტავს დათო და აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში, მსგავსი გამოწვევების მქონე ადამიანებთან შეხვედრა, იდეებისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება უმნიშვნელოვანესი იყო, პროცესი კი იმდენად საინტერესოდ მიდიოდა, რომ კვირაში ორჯერ ბენეფიციარი ბაღდათიდან ქუთაისში ჩადიოდა.
"საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს ვუზიარებდით. განვიხილავდით, როგორი ურთიერთობა გვაქვს საკუთარ მამებთან. რა გვინდა, რომ ჩვენს შვილებთან გავიმეოროთ და რა არა", — იხსენებს დათო.
საოჯახო საქმეებში დათოს ჩართულობა მნიშვნელოვანია ენეკისთვისაც. ის მეღვინეა და ამბობს, რომ საკუთარი საქმისთვის ბევრი დრო სჭირდება. ამიტომ, მუდმივად ბავშვზე ზრუნვას მარტო თვითონ ვერ შეძლებდა.
"ვენახი ადამიანებს არ ელოდება — როცა გასხვლის დროა, გასხვლის დროა, ვერ გადადებ. ჩემს საქმეს იმდენად დიდი დრო მიაქვს, არ შემიძლია, რომ ბავშვს მხოლოდ მე მოვუარო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დათომაც ბევრი რამ გააკეთოს ბავშვისთვის. მართალია, ამ მხრივ, ყოველთვის გამორჩეული ადამიანი იყო, ბავშვებთან თამაში ყოველთვის უყვარდა, უბრალოდ, საქართველოში მაინც ნაკლებად მისაღები თემაა, რომ კაცები ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ამ მხრივ, მამების სკოლა ძალიან დაგვეხმარა — სხვა კაცები მის მსგავს სიტუაციაში რომ დაინახა, უფრო გაიხსნა და უფრო აღიარა მისი ეს დამოკიდებულება სხვებთანაც", — განმარტავს ენეკ პეტერსონი.
დათო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვის აღზრდის პროცესში დედაც და მამაც თანაბრად იყოს ჩართული და პასუხისმგებლობებიც გადანაწილებული ჰქონდეთ.
"ახლა ვცდილობ, მამების სკოლაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ჩემს მეგობრებს, ახალბედა მშობლებს გავუზიარო",— აღნიშნავს დათო და ყველას ურჩევს, თავიანთ პარტნიორებს გვერდში მაქსიმალურად დაუდგნენ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ცხოვრება ბევრად გაუმარტივონ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები