ამ მავნე პროგრამით ჰაკერები თქვენი სმარტფონიდან საბანკო მონაცემების მოპარვას ცდილობენ
ანდროიდის მომხმარებლები ჰაკერების სამიზნეები გახდნენ. მათ თქვენს სმარტფონზე წვდომა მაშინ აქვთ, როცა გგონიათ, რომ ეკრანი ჩამქრალია. სინამდვილეში, ამ დროს ისინი სპეციალურ შავ ფონს იყენებენ, განათება 0-მდე დაჰყავთ ან შემომავალ შეტყობინებებს თიშავენ, რათა ტელეფონი არ შეამოწმოთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ და მობილურის მრავალ ფუნქციას დისტანციურად აკონტროლებენ,. მაგალითად, შეუძლიათ ტექსტის აკრეფა, ასლის გაკეთება (დაკოპირება) და სხვადასხვა ფანჯარაზე გადასვლა. ასევე, თქვენი მოქმედებებისთვის თვალყურის დევნება, პაროლების, მათ შორის საბანკო მონაცემების მოპარვა და ა.შ.
ასევე, იხილეთ: Google-მა Play Story-ში 10 საშიში აპლიკაცია დაბლოკა — ნახეთ სია და დაუყოვნებლივ წაშალეთ
ეს "მოწყობილობის შიგნითა თაღლითობის" ერთ-ერთი ფორმა გახლავთ. თავად პროგრამა Octo-ს სახელითაა ცნობილი, რომელიც უსაფრთხოების სპეციალისტებმა Dark web-ზეც აღმოაჩინეს, სადაც არაერთი კიბერდამნაშავე იყრის თავს. ანუ ის მათთვის მარტივად ხელმისაწვდომია.
ჰაკერები ყალბ ვებ ბრაუზერს ან Google Play Store-ის აპლიკაციებისს განახლების შეტყობინებებს იყენებენ, რათა მომხმარებლებს Octo გადმოაწერინონ. მას შეიცავს Fast Cleaner-ად წოდებული აპიც, რომელიც 50 000-ჯერ დააინსტალირეს, სანამ Play Store-დან წაიშლებოდა.
აღსანიშნავია, რომ Octo 2018 წლამდე არსებული მავნე პროგრამის, ExobotCompact-ის ახალი ვარიანტი გახლავთ. ეს უკანასკნელი საკმაოდ საშიში შესაძლებლობებით გამოირჩეოდა.
კომენტარები