უილ სმიტის კრიტიკის შემდეგ ჯიმ კერის ინტერნეტმა თავისი ცოდვები გაახსენა
ფოტო: Twitter
ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოების დასამახსოვრებელ მომენტად უილ სმიტსა და კრის როკს შორის მომხდარი ინციდენტი იქცა. ამ ინციდენტის მიზეზი ის იყო, რომ კრის როკმა ოსკარის ცერემონიაზე ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა. პასუხად კი ჯეიდას ქმარმა, მსახიობმა უილ სმიტმა, კრის როკს სახეში გაარტყა. უილ სმიტმა კრის როკს ბოდიში უკვე საჯაროდ მოუხადა და კინოაკადემიაც დატოვა, თუმცა სმიტის ქმედებას დღემდე ბევრი აკრიტიკებს და მათ შორისაა ჯიმ კერიც.
"კრის როკს აურზაური არ სურს. მის ადგილზე უილ სმიტს ვუჩივლებდი და 200 მილიონს მოვითხოვდი ზარალისთვის, რადგან გარტყმის ვიდეო სამუდამოდ ინტერნეტში დარჩება და ეს შეურაცხყოფა დიდხანს გაგრძელდება. უილ სმიტის საქციელის შემდეგ ხალხის ოვაციებმა გული ამირია. ჰოლივუდი უპრინციპო მასად გადაიქცა და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძველებურად მაგრები აღარ ვართ", — განაცხადა ჯიმ კერიმ CBS-თან ინტერვიუში.
ამ განცხადებიდან მალევე სოციალურ ქსელების მომხმარებელმა გაიხსენეს, რომ არც ჯიმ კერის აქვს უნაკლო რეპუტაცია. სოციალურ ქსელებში 1997 წლის MTV Movie Awards-ის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჯიმ კერი დაჯილდოების წამყვანს უნებართვოდ კოცნის. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ 35 წლის ჯიმ კერი 20 წლის ალისია სილვერსტოუნს ნებართვის გარეშე კოცნის, ქალი კი ცდილობს, რომ მსახიობი თავიდან მოიშოროს. " [სხვას აკრიტიკებს] ადამიანი, რომელმაც ალისია სილვერსტოუნი სცენაზე სექსუალურად შეავიწროვა", — წერს ტვიტერის მომხმარებელი.
ასევე გაიხსენეს მომენტი, როცა იმავე დაჯილდოებაზე საუკეთესო კოცნის კატეგორიაში გაიმარჯვების შემდეგ ჯიმ კერი ცდილობდა, რომ უილ სმიტისთვისაც ეკოცნა, მაგრამ მსახიობმა ამის ნება არ მისცა.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ისიც გაიხსენეს, რომ წარსულში ჯიმ კერი თავის იმდროინდელ შეყვარებულ ჯენი მაკარტისთან ერთად ვაქცინაციის წინააღმდეგ ინფორმაციას ავრცელებდა. ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, ჯიმ კერი ხელს უწყობდა იმ მითის გავრცელებას, რომლის მიხედვითაც ვაქცინა აუტიზმს იწვევს. ჯიმ კერიმ ამ თემის შესახებ ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერშიც ისაუბრა და ვაქცინაციის შესახებ საკუთარი ეჭვები გამოთქვა.
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
კომენტარები