ნილ არმსტრონგის მიერ მოპოვებული მთვარის ქვიშა აუქციონზე გაიყიდება
ოდესმე გაგჩენიათ სურვილი გქონოდათ მთვარის ნიმუში?
სახვითი ხელოვნების აუქციონერი Bonhams აუქციონზე გამოიტანს ნილ არმსტრონგის მიერ შეგროვებულ მთვარის ქვიშას, რომელიც კოსმონავტმა Apollo 11-ის მისიის დროს მოიპოვა. თუმცა, მთვარის მტვერის ხელში ჩაგდება მარტივი არ იქნება, აუქციონზე დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი და ვარაუდობენ, რომ ნივთი დაახლოებით 1,2 მილიონ დოლარად გაიყიდება.
თუმცა, ამას NASA ეწინააღმდეგება. კოსმოსურ სააგენტოში ამბობენ, რომ მთვარის ნიმუში "ამერიკელ ხალხს" ეკუთვნის. თავად ამ არტეფაქტს უცნაური ისტორია აქვს. ის 2002 წელს დაიკარგა, თუმცა მალევე გამოჩნდა და არტეფაქტი ვინმე ნენსი ლი კარლსონს სულ რაღაც 995 დოლარად ჩაუვარდა ხელში. როდესაც კარლსონმა გაგზავნა მასალა NASA-ში გადასამოწმებლად, აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ უარი თქვა მის დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ ჩანთა ეკუთვნოდა "ამერიკელ ხალხს" და უნდა განთავსებულიყო საჯარო მუზეუმში.
2016 წელს კარლსონმა უჩივლა NASA-ს ქონების უკანონოდ ჩამორთმევისთვის და მოიგო სასამართლო ბრძოლა. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ კარლსონი იყო "კეთილსინდისიერი მყიდველი", როდესაც მან შეიძინა მთვარის მტვრის ჩანთა ლეგალურ აუქციონზე.
ცნობისთვის, მთვარის მტვერი ნიმუშად შეაგროვა ნილ არმსტრონგმა 1969 წლის 20 ივლისს, როდესაც ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა.
კომენტარები