მიხეილ სარჯველაძე

30 Mar. 2022, 01:29

არ შეიძლება ემოციურ დონეზე მივიღოთ გადაწყვეტილებები ომის დაწყებასთან დაკავშირებით. არ ივარგებს ეს. უტრირებული მაგალითებით ხდება აბსოლუტურად უსაფუძვლო დასკვნების გამოატანა ოპონენტების მხრიდან, ამას ვგულისხმობ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ომის დაწყება არ არის ჩვენს ინტერესში, არ ვარგა ეს და ვემიჯნებით იმ რიტორიკას, რომელიც ზოგიერთ უკრაინელი თანამდებობის პირის ან ჩვენს პოლიტიკოსების რიტორიკაში ჩანდა, ზოგი პირდაპირ, ზოგი ირიბად, ზოგი მინიშნებით, ზოგი მიუნიშნებლად, პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ მოდი დავიწყოთ კამპანია სოხუმის წინააღმდეგ. ეს ხომ აბსურდია. 

ეს არის მთავარი საფრთხე, ეს არის მთავარი ხიფათი იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, არცერთი ფიფქი არ დაიწყებს პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რომ დაგორდება მთის წვერიდან და ზვავად გადაიქცევა. ამას უნდა ვუფრთხოდეთ და როდესაც ამ მიმართულებით სიფრთხილეს ვიჩენთ, ეს არის ზუსტად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და ამაშია საქმე.

ამ ლოგიკით, ამ ოპოზიციას რომ შეაფასებინო, დემეტრე თავდადებულს გამოგაცხადებინებენ, მაგალითად, ლაჩარ კაცად. არ ვარგა ეს, არ არის სწორი დამოკიდებულებები. როდესაც გაქვს ღირებულებების სისტემა, სადაც სახელმწიფოს მშვიდობიანობა არის ნომერ პირველი, აი, ეს არის მნიშვნელოვანი, ასე ვუყურებთ ჩვენ. კი არ ვაიგივებ ვინმესთან თავს, ღმერთმა დამიფაროს, არავითარ შემთხვევაში, როგორ გავკადნიერდები, ამას როგორ ვიკადრებ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სისტემა ღირებულებების არის ასეთი, არ შეიძლება არაფერმა გადაწონოს შენს ქვეყანაში მშვიდობა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…