"ამაზე იმიტომ ვწერ, რომ თავად ვაკეთებ სთენდაფს" – კომიკოსის გამოხმაურება როკი-სმიტის დრამაზე
ფოტო: Artsy / On.ge
გუშინ ოსკარებზე მოხდა ესეთი რაღაც: სთენდაფ კომიკოსმა კრის როკმა იხუმრა უილ სმიტის ცოლზე, რის შემდეგაც უილ სმიტი ავიდა სცენაზე და კრის როკს სილა გააწნა. ამ ამბავზე იმიტომ ვწერ, რომ თავად ვაკეთებ სთენდაფს. შესაბამისად, მანაღვლებს ამ სფეროში როგორ განვითარდება მოვლენები და რა სტანდარტები დამკვიდრდება ჩვენს საქმიანობაში. ამ სტანდარტებს კომიკოსებთან ერთად ქმნის მაყურებელიც. სთენდაფი ვერ იარსებებს ცოცხალი აუდიტორიის გარეშე. შესაბამისად, სთენდაფ კულტურას ქმნის ორი მხარე, რომელიც არ არსებობს უერთმანეთოდ. დღეს ქცევის ზოგად ნორმებს და სტანდარტებს დიდწილად ქმნიან სელებრითები, განსაკუთრებით კი ისეთი სელებრითები, რომლებიც არიან არა ცალკე მდგომი სელებრითები, არამედ ნაწილი რაღაც დიდი სელებრითული ოჯახის. ისინი ამაყობენ ამ სამაგალითო ოჯახით, საჯაროდ ფენენ ყოველდღიურობას და იძენენ ასეულობით მილიონ ფოლოვერს მთელ მსოფლიოში (მაგალითად, როგორიცაა კარდაშიანების ოჯახი. ასეთივე წონიანია სმიტების ოჯახიც ჰოლივუდში). ამიტომ საჭიროა, მათი ქმედებები, შეძლებისდაგვარად, სწორად გავიაზროთ.
ცოტა შორიდან დავიწყებ. ყველა სფეროს, რომელიც ემსახურება ადამიანების გართობას, აქვს თავისი ქცევის ნორმები. ყოველთვის, როცა რაიმე სივრცეში მიდიხარ რაიმე ტიპის სანახაობის საყურებლად, ავტომატურად გიჩნდება გარკვეული მოლოდინები.
მაგალითად: სტადიონზე თუ მიდიხარ ფეხბურთის საყურებლად, იქ იცი, რომ ხალხი ყვირის, მღერის, იგინება. არ ხარ ვალდებული შენც იყვირო, შეიგინო და იმღერო, მაგრამ სტადიონზე თუ მოდიხარ, ხელს აწერ, რომ იქ ასეთი სიტუაცია დაგხვდება, იქ ესაა ნორმა. თუ თეატრში მიდიხარ, იქ იცი რომ ხალხს სოლიდურად აცვია, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს არიან გასუსული და ტაშს უკრავენ მხოლოდ ფარდის დროს. არ ხარ ვალდებული, პიჯაკი ჩაიცვა, მაგრამ თეატრში რომ მოდიხარ, იცი, რომ დიდი შანსია მაისურით და შორტებით მხოლოდ შენ იყო, იმიტომ, რომ პერანგი და პიჯაკია ნორმა. თუ მიდიხარ სთენადფზე, იქ იცი რომ 10 კომიკოსიდან მინიმუმ 1 მაინც ილაპარაკებს ტაბუდადებულ თემებზე და მინიმუმ ერთ შეურაცხყოფას მაინც გაიგონებ რომელიმე ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის მიმართ. ასეთი სფეროა. თავისებური. როგორც ყველა სფეროა თავისებური. ფეხბურთელები იტანენ გოლებს, მსახიობები იზეპირებენ და ყვებიან შექსპირს, სთენდაფერები ხუმრობენ — ხან კეთილად, ხან ბოროტად, ხან სასაცილოდ, ხან უგემოვნოდ. ფეხბურთს თუ უყურებ სტადიონზე და არ მოგწონს მსაჯის გადაწყვეტილება, არ გაქვს უფლება, გადახტე სტადიონზე და მსაჯს მიაფურთხო. სამაგიეროდ, შეგიძლია შეაგინო. მანდ მოსულა. ცუდია შეგინებაც, მაგრამ მოსულა, ამაზე შევთანხმდით ის ადამიანები, ვინც სტაბილურად დავდივართ სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად. თუ მსახიობის გადმოცემის უნარი არაბუნებრივად გეჩვენება და გაწუხებს, არ გაქვს უფლება, ახვიდე სცენაზე და ეს მსახიობი კულისებში გაათრიო შუა სპექტაკლისას. სამაგიეროდ, გაქვს უფლება, ცუდი შეფასება დაუწერო ამ მსახიობს. ამ კულტურაში ეს მოსულა, ამაზე შევთანხმდით კოლექტიურად. თუ სთენდაფერის ხუმრობა შენთვის მიუღებელია ან შეურაცხმყოფელი, არ გაქვს უფლება, ახვიდე სცენაზე და სილა გააწნა მას. სამაგიეროდ გაქვს უფლება, დატოვო აუდიტორია, თუნდაც დროებით, ან მით უკეთესი - "დაჰეკლო" ეს კომიკი. დაჰეკლვა ნიშნავს, რომ შეგიძლია შუა სთენდაფის მიმდინარეობისას გამოეპასუხო კომიკს, საპასუხო შეურაცხყოფა მიაყენო, საპასუხო ხუმრობა უთხრა და ისევე ატკინო გული, როგორც მან გატკინა. ჩვენს სფეროში ეს მოსულა და ყოველ კომიკოსს, რომელიც ოდესმე სცენაზე გამოსულა და გამოვა, გააზრებული აქვს რომ აუდიტორიის რომელიმე წევრმა ნებისმიერ დროს შეიძლება შეაწყვეტინოს მონოლოგი. და აქედან უკვე მისი გადასაწყვეტია, გასცემს მას კიდევ პასუხს, თუ გააგრძელებს თავის პერფორმანსს. ჩვენს სფეროში ამაზე შევთანხმდით. და რავი, კარგად ვართ.
უილ სმიტის ეს საქციელი ჰგავდა ბერას იმ ინტერვიუს: "ჩემს დედიკოზე ვინმე რამეს თუ იტყვის, ყველას საკადრის პასუხს გავცემ". კი ბატონო, გაგვეცი პასუხი, ოღონდ სპეცრაზმს არ აცემინო ჩემი თავი, ისე გაგვეცი, ტიკტოკი ჩაწერე, რეპ სიმღერა დაწერე ჰეითერებზე, თუ გინდა წიგნი დაწერე კაცო, რავიცი, ან ზაზა ნოზაძეს გადააღებინე სერიალი შენს ცხოვრებაზე.
როდესაც უილ სმიტი მიდიოდა ოსკარების დაჯილდოებაზე, მასაც ჰქონდა გარკვეული მოლოდინები. იცოდა, რომ იქ, გარდა ერთი წამყვანისა, იქნებოდნენ სხვა წარმდგენებიც და ამ წარმდგენებიდან მინიმუმ ერთი იქნებოდა კომიკოსი. ასეა ყოველთვის ოსკარებზეც და ოქროს გლობუსზეც. სულ არის ერთი კომიკოსი მაინც. კომიკოსს როცა უსმენ კიდევ, როგორც ზემოთ დავწერე, ყველაფერს უნდა ელოდო. ამის ნათელი მაგალითია ბრიტანელი სთენდაფერი რიკი ჯერვეისი, რომელმაც 4-ჯერ წაიყვანა ოქროს გლობუსის ცერემონია და მართლა თავზე დაახურა მთელ ჰოლივუდს მთელი თავისი სიწმინდეები. ჰქონდა ხუმრობები მათ ხელოვნურ პერსონებზე, ხელოვნურად გადაჭიმულ კანზე, სუიციდზე, ალკოჰოლიზმზე, ნარკოდამოკიდებულებაზე, პედოფილიაზე და ჰოლოკოსტზეც კი (სხვათა შორის, ყველაზე მეტად ზუსტად უილ სმიტი ერთობოდა ხოლმე მაგ მონოლოგებზე, დაჟე რაღაც კადრში ისე იცინის, რომ გგონია, ვეღარ ამოისუნთქებსო :დ).
- ყველა ხუმრობა სასაცილო იყო? არა.
- შეეძლოთ აუდიტორიის წევრებს რომ მისი ხუმრობები პირად შეურაცხყოფად მიეღოთ? კი.
- უნდოდა აუდიტორიის ერთ წევრს მაინც ასულიყო სცენაზე და სილა გაეწნა მისთვის? დარწმუნებული ვარ, კი.
- ვინმე ავიდა და სილა გააწნა? არა.
არა, იმიტომ რომ ამაზე შევთანხმდით. რომ კომიკოსები არიან ადამიანები, რომლებიც ხანდახან დასცინიან სხვა ადამიანებს (ასევე საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს, საკუთარ რელიგიას და სხვის ოჯახს, სხვის რელიგიას, სხვის ტრადიციებს). და როცა უსმენ კომიკოსს, უნდა იყო მზად რომ არის შანსი მან შენც "წაგისვას". და უნდა იცოდე, რომ შენც გაქვს უფლება მას "წაუსვა", შენივე სკამიდან, სცენაზე ასვლის გარეშე. ან ვაფშე შეგიძლია რომ კაი ტიპი იყო, ანუ უბრალოდ გაიღიმო და გააგრძელო მოსმენა, ან გახვიდე აუდიტორიიდან.
მთავარი არგუმენტი, რის გამოც ამართლებენ უილ სმიტს არის ის, რომ კრის როკმა უილ სმიტის ცოლის დაავადებაზე იხუმრა. ამ ქალს აქვს ალოპეცია, ანუ თმის ბუდობრივი ცვენა, რის გამოც თმა აქვს გადაპარსული ამჟამად. და ამაზე იყო ის ხუმრობაც, რომელზეც სხვათა შორის უილ სმიტმაც გულიანად იცინა თავიდან. მარა მერე რაღაც აენთო და სილა გააწნა კრის როკს. აქაც იმავე მაგალითს მოვიყვან: რიკი ჯერვეისი ეხუმრა მელ გიბსონს ალკოჰოლიზმზე. ალკოჰოლიზმიც დაავადებაა. მელ გიბსონს რიკი არ უცემია. არადა ჯანზეა ეგეც, რავი. და თან მგონი ეგეც ალფა მამაკაცია, როგორც ამბობენ, უილ სმიტის არ იყოს. რიკი ჯერვეისი ეხუმრა ჯონი დეპს ნარკოდამოკიდებულებაზე. ნარკოდამოკიდებულებაც დაავადებაა. ჯონი დეპს არ უცემია რიკი ჯერვეისი. მაგ წელს საერთოდაც სერიალი გადაიღეს ერთად და დღემდე ძმაკაცობენ. ეს იმიტომ, რომ ავადმყოფობაზე ხუმრობაც მოსულა სთენდაფში. შენ შეგიძლია გაემიჯნო, არ იარო სთენდაფებზე, არ მოუსმინო კომიკოსებს ნეტფლიქსზე და იუთუბზე, მაგრამ არ გაქვს უფლება, კომიკოსს აუკრძალო რამე თემაზე ხუმრობა, გინდ სიტყვიერად და მით უმეტეს — ფიზიკური მუქარით, ან ფიზიკური შეურაცხყოფით. მით უმეტეს, როცა იცი, რომ ამ ხუმრობის მიღმა არ დგას ბოროტი განზრახვა. თან თურმე კრის როკს და უილ სმიტის ცოლს უმუშავიათ ერთად რამდენჯერმე და კარგად იცნობენ ერთმანეთს.
უილ სმიტის საქციელის გარომანტიზირება არის საშიში. რადგან თუ ეხლა მას ეს შერჩა (სხვათა შორის, ოსკარი მისცეს წუხელ, მაგ ინციდენტის შემდეგ :დ), დიდი შანსია, მერე რიკიც ცემოს მელ გიბსონმა და მეც დამშტიროს ვინმე ნახალოვკელმა ისეთი ხუმრობის გამო, რომელიც მან შეურაცხყოფად მიიღო. უილ სმიტის ეს საქციელი ჰგავდა ბერას იმ ინტერვიუს: "ჩემს დედიკოზე ვინმე რამეს თუ იტყვის, ყველას საკადრის პასუხს გავცემ". კი ბატონო, გაგვეცი პასუხი, ოღონდ სპეცრაზმს არ აცემინო ჩემი თავი, ისე გაგვეცი, ტიკტოკი ჩაწერე, რეპ სიმღერა დაწერე ჰეითერებზე, თუ გინდა წიგნი დაწერე კაცო, რავიცი, ან ზაზა ნოზაძეს გადააღებინე სერიალი შენს ცხოვრებაზე. და ასევე კი ბატონო, ნახალოვკაზე შუტკაზეც გამეცი საკადრისი პასუხი, ოღონდ შენი სკამიდან, ცინიზმით, სარკაზმით ან რავიცი, თუ გინდა გინებით. ოღონდ ნუ ამოხვალ სცენაზე და სილას ნუ გამარტყამ. ამაზე არასდროს შევთანხმებულვართ. და არც უნდა შევთანხმდეთ. იმიტომ, რომ თუ კომიკოსი სცემე ხუმრობის გამო, მერე მწერალსაც სცემ, რეჟისორსაც და მსაჯსაც.
2015 წელს ფრანგი კარიკატურისტი მოკლეს მუჰამედის გაშარჟებისთვის (მაგის გარდა კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა ამ ტერაქტს). ეს მე მგონი ყველამ ერთხმად დავგმეთ. როგორც კარიკატურისტი არის ხელოვნების სფეროს მსახური, ასევეა კომიკოსიც. და ორივე იმსახურებს, რომ თავისი საქმე აკეთოს შიშის გარეშე. მე არ მინდა მქონდეს არც იმის შიში, რომ ვიღაც მცემს და არც იმის შიში, რომ ვიღაც მომკლავს. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, სახელმწიფო დაგაცენზურებს, ტერორისტი თუ მსახიობი. დაგაცენზურეს და ვსიო. და ცენზურა მგონი არავის გვინდა, არც ერთ სფეროში. მით უმეტეს ცენზურა, რომელიც უკიდურესი ფორმით ხორციელდება.
ზოგადად, უილ სმიტის ფეიკ პერსონის განხილვა ახლა მეზარება და თან აზრიც არ აქვს. ჰოლივუდში ისედაც უმეტესი ეგეთია. უბრალოდ იმის განმარტება მინდოდა, კონკრეტულად სთენდაფის სფეროში რა მოსულა და რაზე ვთანხმდებით.
"That's how we do it" — ეს ტვიტი დაწერა უილ სმიტის შვილმა ტვიტერზე დღეს დილით. ჰოდა ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, ყურს ავუწევთ ამ ოჯახს თუ მათგან კიდევ ერთხელ გამოვძერწავთ რაღაც გმირობის, ან კაცობის, ან ადამიანობის ყალბ სიმბოლოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები