კარასინის თქმით, საქართველოს რეაქცია სანქციებზე რუსეთის მხრიდან "შეუმჩნეველი არ დარჩება"
ფოტო: Mediamax.am
რუსეთის საბჭოს სენატორმა, გრიგორი კარასინმა საქართველოს ხელისუფლება "შეაქო" რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე საქართველოს პოზიციის გამო. მის თქმით, პოზიცია "დაბალანსებული" იყო და კრემლს ეს ფაქტი "შეუმჩნეველი არ დარჩება".
რუსეთის ფედერაციის საბჭოს განცხადებით, კრემლის მიერ შექმნილ გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ორგანიზებით მოსკოვში შეხვედრა 24 მარტს გაიმართა, სადაც "ექსპერტებმა", მათ შორის კარასინმაც, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს.
როგორც ფედერაციის საბჭო წერს, კარასინმა იმედი გამოთქვა ჟენევის დისკუსიების განახლების შესახებ. მისი თქმით, ამ ფორმატში პირდაპირი საუბრის შესაძლებლობაა საქართველოსა და დე ფაქტო აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის.
ინფორმაცია შეხვედრაზე თავად გორჩაკოვის ფონდსაც ედო, თუმცა ახლა აღარ იძებნება.
კარასინის განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ, თუმცა ამჯერადაც ოპოზიციის კრიტიკით. დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ "გონივრული ეჭვი გამოთქვა", რომ დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ასეთი განცხადებები. მისი განცხადებით, არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არაფერს არ ნიშნავს.
2010 წელს რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით შექმნილი. ფონდის მიზნად სახელდება გლობალიზაციის პირობებში, რუსეთის ინტერესების შესაბამისად, "სახალხო დიპლომატიის" გაძლიერება და რუსული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა.
გორჩაკოვის მიერვეა დაფუძნებული პრიმაკოვის სახელობის ფონდი, რომელიც სპეციალურად ქართულ-რუსული ურთიერთობების "ნორმალიზებისთვის" 2013 წელს შეიქმნა. პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ ცენტრის შექმნის აუცილებლობა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში გაჩენილმა დეფიციტმა გამოიწვია და მრავალწლიანმა კრიზისმა "დიალოგის აუცილებლობა წარმოაჩინა". მათივე მტკიცებით, სურთ გამოავლინონ არსებული პრობლემები და დაიწყონ გზების ძებნა მოსაგვარებლად.
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
კომენტარები