საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, შპს მომავლის რეკლამა (რადიო დარდიმანდი) მაუწყებლობის ფორმატს შეიცვლის და გავრცელების არეალს გააფართოებს.

GNCC-ს გადაწყვეტილებით, რადიო დარდიმანდი ქუთაისშიც დაიწყებს მაუწყებლობას, ამის გარდა კომპანიის ლიცენზიის სახეობა, რომელიც საგანმანათლებლო/შემეცნებითს წარმოადგენდა, შეიცვლება გასართობი კონტენტით.

რადიო დარდიმანდი 2011 წელს დაარსდა. ის ძველ და თანამედროვე ქართულ სიმღერებს გადასცემს.