PlayStation რუსეთში ყველა სახის გაყიდვებს წყვეტს
Sony-ს დანაყოფი, Sony Interactive Entertainment, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კონსოლი, PlayStation აბარია, რუსეთში ყველანაირ სავაჭრო საქმიანობას წყვეტს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში აღარც კონსოლები გაიყიდება და ის, ვისაც PlayStation უკვე აქვს ახალი თამაშების შეძენას Sony-ს ციფრული მაღაზიიდან ვეღარ შეძლებს.
"Sony Interactive Entertaiment უერთდება განვითარებულ სამყაროს უკრაინის დაცვის პროცესში. ჩვენ შევწყვიტეთ ყველანაირი სოფთვეარისა და ჰარდვეარის გაყიდვა რუსეთში. რუსეთში არც ახალი Gran Turismo 7 იქნება ხელმისაწვდომი და PlayStation Store-იც შეწყვეტს მუშაობას", — განაცხადა Sony Interactive Entertainment-ის წარმომადგენელმა, Joe Taraborrelli-მ The Verge-თან საუბარში.
ტარაბორელმა ასევე აღნიშნა, რომ "სონი" უკრაინისა და ქვეყნის ლტოლვილების დასახმარებლად 2 მილიონ დოლარს გაიღებს.
უკრაინას ცალკე პოსტი მიუძღვნა Bungie-მაც. ეს ის კომპანიაა, რომელსაც Destiny 2 ეკუთვნის და სულ მალე სონის მფლობელობაში გადავა. Bungie-მ თავისი ყველაზე პოპულარული თამაშის, Destiny 2-ის მიწოდება რუსეთსა და ბელარუსში აკრძალა. მოთამაშეებს, რომლებსაც თამაშში გარკვეული ნივთები ჰქონდათ შეძენილი, ყველაფერი შეუნარჩუნდებათ, თუმცა თუ ვინმეს რაიმეს ყიდვა მოუნდება ამას ვეღარ შეძლებს. ასევე, მათთვის თამაშის მხოლოდ უფასო ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. Bungie-მ თამაშში უკრაინელებიც გაითვალისწინა და მათთვის "Cоняшник" ემბლემა დაამაატა, რითიც მოთამაშეები უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვას შეძლებენ.
SIE-ს გარდა რუსეთში მოღვაწეობა შეწყვიტეს Activision Blizzard-მა, Epic Games-მა, EA-მ, CD Projekt Red-მა, Ubisoft-მა და Take-Two-მაც. გარდა იმისა, რომ რუსები PlayStation-ის შეძენას ვეღარ შეძლებენ, ქვეყანაში გაყიდვები შეწყვიტა Microsoft-მაც, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსები სათამაშო კონსოლების გარეშე რჩებიან. ისინი ვერც Xbox-ებს შეიძენენ და ვერც PS5-ებს.
კომენტარები