ოპოზიციის შეფასებით, კობახიძემ აღიარა, რომ მელიას საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ კი არა, "ოცნებამ" მიიღო
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პოზიციის "უცბად შეცვლის" შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა აღაირებად შეაფასეს. მათი თქმით, კობახიძემ დაადასტურა, რომ მელიას დაკავებაზე გადაწყვეტილება არა სასამართლომ, არამედ ქართულმა ოცნებამ მიიღო.
კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა 5 საათის შემდეგ გახარიამ პოზიცია "უცბად შეიცვალა". ამ დროს მელიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილი არ იყო, სწორედ ეს ბადებს ეჭვებს.
"ეს ნიშნავს, რომ არა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არამედ მათ მიიღეს. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ახლა მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო — სანამ პოლიტიკური იქნება მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში, არც ინვესტიციები შემოვა, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება, არც დემოკრატია განვითარდება", — განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იციან რომ მელიას დაკავება ნამდვილად ასე გადაწყდა. მისივე თქმით, ეჭვი მხოლოდ იმაში შეაქვს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქართულმა ოცნებამ მელიას დაკავებაზე იმსჯელა და ჰგონია, რომ მათ უკვე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.
"როცა იტყუები ხომ, რეტროაქტიულად ბევრჯერ დაიწვები ხოლმე. ეს თუ ასე იყო, მე ვიცი, რომ ასე იყო და ეს ნამდვილად ასე არის. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს ასე არის და მელიასთან დაკავშირებით და ყველა სხვა საქმეზეც, წინასწარ იციან რომ სასამართლო იმას გააკეთებს, რაც უნდა მთავრობას და ჯერ მსჯელობენ რა ქნან. მე მანდ ერთადერთი რასაც ეჭვს შევიტანდი, ის არის, რომ მსჯელობდნენ. მე მგონია, რომ უბრალოდ გადაწყვიტა, უთხრეს და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიდიოდა კომენტირება. მაგრამ ნიშანდობლივი წამოცდენაა", — განაცხადა ბოკერიამ.
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ამაში სიურპრიზი არაფერია და ეს გახარიას გადადგომის განცხადებაშივე ჩანდა, კობახიძემ კი დაადასტურა.
"მე მგონი ამაში სიურპრიზი არ არის. ბატონი გახარია, როდესაც გადადგა, მან საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ მისი წასვლის მიზეზი იყო ის, რომ პოლიტიკურ საბჭოსთან ვერ შეთანხმდნენ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. უკვე ჩანდა, რომ პოლიტიკურ საბჭოზე განიხილება საქართველოში მართლმსაჯულების საკითხები. კობახიძემ უბრალოდ დაადასტურა, სიახლე ამაში არაფერი ყოფილა", — განაცხადა მან.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ ეს ერთადერთი "აღიარება" არ ყოფილა და ამაზე მიანიშნებდა ხელისუფლების რიტორიკა და უწყებების ქცევა.
"ეს არ არის ერთადერთ აღიარება. ჩემთვის ძალიან მკაფიო სიმპტომი იყო მაგალითად ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ქვედანაყოფების განლაგება ენმ-ს ოფისთან მაშინ, როცა სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა და ჯერ არ იყო დასრულებული. ჩემთვის ძალიან მკაფიო სიმპტომია ყოველთვის ის, რომ პოლიტიკოსებისა და უმრავლესობის განცხადებები წინ უსწრებს მინიმუმ 2-3 დღით პროკურატურის განცხადებებს და როგორც წესი, რაზეც საუბრობს უმრავლესობა, შემდეგ იმმას აკეთებს პროკურატურა და იმას აკანონებს სასამართლო", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გუშინ, 12 მარტს კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიას პოზიციის ცვლილების დრო ზუსტად ახსოვს, რადგან ამ დროს, რადგან გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებით ჰქონდათ.
"[გახარიას მხრიდან] თავდაპირველად დაფიქსირდა პოზიცია, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შემდეგ საუბარი იყო ორი დღით გადადებაზე, რაც იყო ჩვენთვის გაუგებარი. [გახარიას] არგუმენტი იყო ის, რომ თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია ორი დღის შემდეგ", — თქვა მან.
კობახიძის თქმით, გახარიასთან კომუნიკაცია გადადგომამდე 10 წუთით ადრე ჰქონდა, თუმცა გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. იგი ამბობს, რომ გახარიას გადადგომის შესახებ ტელევიზიით შეიტყო.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომის მსვლელობისას ენმ-ს ოფისის მიმდებარედ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში საპოლიციო ძალების მობილიზება იყო, რაც ოპოზიციამ მელიას დაკავებისთვის მზადებად და წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებად შეაფასა.
თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. მისი გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
კომენტარები