არასამთავრობოების არგუმენტები კაბელების საქმეში ბრალდების პოლიტიკურ მოტივაციაზე
არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. კაბელების საქმის იმ გარემოებებზე საუბრობენ, რაც მათი აზრით, ამყარებს ეჭვებს, საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივაციების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფალ დემოკრატებს ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენზე სამსჯელოდ პარტიის ოფისში ხვდებიან. EMC-ს წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დაცვის მხარისგან მოისმენენ იმ დაკავებულთა ადვოკატების სამართლებრივ არგუმენტებსა და იმ სტრატეგიას, რომლითაც აპირებენ ისინი ამ საქმის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში:
- ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს თავისუფალი დემოკრატები აქციით უპასუხებენ
- საია: ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს განაჩენი უკანონოა
- კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ გაამტყუნა და პატიმრობა მიუსაჯა
- ალასანია: ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს
"ცხადია, საქმე განსაკუთრებული ინტერესისაა და საზოგადოება, დამკვირვებლები, დიდი ხანია აკვირდებოდნენ საქმის მიმდინარეობას. არაერთი კითხვა გაჩნდა ამ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დაწყებული პირველი ეტაპიდან, როდესაც გრიფი დაედო და დაცვის მხარის ადვოკატებს არსებითად გაურთულდათ თავისი ფუნქციების შესრულება. შემდგომში იყო ბევრი კითხვა ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით. არის ბევრი კითხვა, რომელსაც დღეს მოვისმენთ და ასევე იმ გეგმებს, რომლითაც საქმის გაგრძელებას აპირებენ".
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი კი
მიიჩნევს, რომ საქმეში ბევრი გარემოება დარჩა, რომელიც ამყარებს ეჭვებს, საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივაციის შესახებ:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში, დაიკითხა, ათეულობოთ ადამიანი, არსებობს არაერთი მტკიცებულება თუ დოკუმენტი და მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ 2 დღე იმისთვის, რომ განაჩენი გამოეტანა".
ანა ნაცვლიშვილი კაბელების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს, უკანონოსა და დაუსაბუთებელს უწოდებს. მისი თქმით, საქმეში არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად ადასტურებს გასამართლებული პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენას:
"შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრალდებამ ვერ დაასაბუთა, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები, ამიტომ სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში და თუ საჭირო გახდა, საერთაშორისო სასამართლოში".
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა დაკავებულებს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონის გაფლანგვას ედავება, რასაც ბრალდებულები არ ეთანხმებიან და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები