ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს თავისუფალი დემოკრატები აქციით უპასუხებენ
თავისუფალი დემოკრატებმა დღეს, 16 მაისს, ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განმარტეს, რომ საქმეში მონაწილე 5 პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაპროტესტებლად შაბათს, 14 საათზე, საპროტესტო აქციას პროკურატურასთან გამართავენ.
- საია: ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს განაჩენი უკანონოა
- კაბელების საქმის პროკურორი: გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა
- კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ გაამტყუნა და პატიმრობა მიუსაჯა
- ზურაბ აბაშიძე კაბელების საქმის განაჩენზე: ამაზე პასუხი მოგეთხოვებათ
პარტიის თავჯდომარის, ირაკლი ალასანიას განმარტებით, აღნიშნულ აქციას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება. რაც შეეხება პარტიის საქმიანობას, ის საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის, თუმცა არჩევნების გზიდან გადახვევას არ აპირებს:
"დღეს ყველა ჩვენგანს უმძიმესი დღე გვქონდა. ერთადერთი, რაც ვინატრე, რომ იმ ხუთი ადამიანის ნაცვლად მე დავეკავებინე. ეს 5 უდანაშაულო ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თითოეულს მიუსაჯა 7 წელი ციხეში. მე, როგორც ოფიცერი, მოქალაქე და პოლიტიკოსი ბოლომდე ვიბრძოლებ. ვპირდები უსამართლოდ დაპატიმრებული ღირსეულ ბიჭებსა და მათი ოჯახების წევრებს, რომ არ მიგატოვებთ ტყვეობაში, არ დაგტოვებთ ამ ბრძოლაში ერთი ერთზე უსამართლობასთან".
ალასანიამ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით გამოიტანა:
"უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში. შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორი. ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი. ვიდრე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკის ინსტრუმენტებად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვეტთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლნი ვიქნებით".
ალასანიას განმარტებით, დამნაშავედ ცნობილ პირებს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის მოტივი არ გააჩნდათ და არ განკარგავდნენ იმ თანხას, რომელთა გაფლანგვაშიც მათ ბრალს სდებენ:
"ჩვენ არ მივატოვებთ ამ ადამიანებს. ვპირდებით საზოგადოებას, ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ, კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვითა და ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით, ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისათვის".
თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განცხადებით, მომდევნო 3 დღის განმავლობაში პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები ასევე აპირებენ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარი ქვეყნების დედაქალაქებსაც მიაწოდონ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები