ახლა ბიტკოინის კაპიტალიზაცია უფრო დიდია, ვიდრე რუსული რუბლის
უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ, ახლა მთლიანობაში ბიტკოინი უფრო ღირებულია ვიდრე რუსული რუბლი საბაზრო შეფასების თვალსაზრისით.
Coinmarketcap-ის მონაცემებით, რომელიც ბიტკოინს სხვა ვალუტებს ადარებს, კრიპტოვალუტის აქტივების კლასი რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა, გადაუსწრო რა რუბლს და ტაილანდურ ბატს.
უდიდესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციაა 779,66 მილიარდი დოლარია, ხოლო რუსული რუბლის საბაზრო კაპიტალიზაცია 675,90 მილიარდი. უახლესი რეიტინგის მიხედვით, ბიტკოინი მე-14 ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ვალუტებს შორის, შვეიცარიული ფრანკის შემდეგ.
რუბლის ასეთი დაცემა დაიწყო მას შემდეგ, რაც მრავალი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ამზადებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიზეზი, რა თქმა უნდა, პუტინის მმართველობის აგრესიაა უკრაინის მიმართ.
თავის მხრივ, ბიტკოინის ღირებულება 5%-ით გაიზარდა, გადალახა რა 40000$-ის ღირებულება. თუმცა, ომის დაწყებამ თავიდან კრიპტოვალუტაზეც ცუდად იმოქმედა. ერთი ბიტკოინი ახლა დაახლოებით 41 000 აშშ დოლარი ღირს.
ომის დაწყების მომენტიდან კრიპტოვალუტით ბევრმა უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებს BTC შემოწირულობები გაუწია. ბიტკოინის ზრდა გამოწვეულია იმითაც, რომ რუსებმა კრიპტოვალუტის ყიდვა დაიწყეს, რათა ფული ქვეყნიდან გაეგზავნათ.
უკრაინის მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ ბიტკოინი მიიღება გადახდის ფორმად.
"ეს არის ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც მთავრობა მიმართავს კრიპტოპოსტებს ასეთი კრიზისის დროს და ხალხს შეუძლია ანონიმურად ფულის გამოყენება", — თქვა სატვიკ ვიშვანატმა, Unocoin-ის თანადამფუძნებელმა.
კომენტარები